"მსხვილ სახელმწიფო დაკვეთებს მხოლოდ კულტურის მინისტრთან დაკავშირებული კომპანიები ასრულებენ"

"მსხვილ სახელმწიფო დაკვეთებს მხოლოდ კულტურის მინისტრთან დაკავშირებული კომპანიები ასრულებენ"

რამდენიმე დღის წინ "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ არასამთავრობო­ ფონდ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა მონოპოლიზმში, კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულა. "კვირის პალიტრას"­ ზაზა შენგელია ესაუბრა:

- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 20 წლის წინანდელ ეპოქაში დაბრუნდა. მაშინდელი მინისტრები ძირითადი საწარმოების პრივატიზებას ახდენდნენ, ქმნიდნენ კერძო ბიზნესკომპანიებს, რომლის წილშიც თვითონ ისხდნენ და გარშემო არ აჭაჭანებდნენ არც ადგილობრივ და არც უცხოელ ინვესტორებს. დროთა განმავლობაში განვითარდა სამოქალაქო საზოგადოება, დაიხვეწა სახელმწიფო სახსრების ხარჯვის კონტროლი... აი, ამ ფონზე კულტურის სამინისტრო მინისტრის და მისი ახლობლების კომპანიების ინტერესთა გამტარებლად მოგვევლინა. თანამედროვე მუსიკის სფერო, ფაქტობრივად, უზურპირებული აქვთ.

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი­ 2007 წლიდან 49-წლიან მართვაში აქვს აღებული იმ კომპანიას, რომელიც მიხეილ გიორგაძის საკუთრება იყო ("ისტერნ პრო­მოუშენი") მისი კულტურის მინისტრად დანიშვნამდე­. ცალკე საკითხია, როგორ ჩატარდა მაშინდელი კონკურსი,­ რომელშიც მხოლოდ ერთი კომპანია მონაწ­ილეობდა. ფილარმონიის კერძო კომპანი­ისთვის მართვაში გადაცემა იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ გაუმჯობესებულიყო პირობები, მომსახურება. მართლაც, "ქართუ­ ბანკმა" შეღავათიანი კრედიტი გამოყო და თითქოს ჩატარდა სამუშაოები. თუმცა დღეს დარბაზი ისევ სავალალო მდგომარეობაშია, განსაკუთრებით­ კულისები, სადაც სამარცხვინოა ნებისმიერი მუსიკოსის შეყვანა. არადა, ქონების მართვის დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობდა, რომ დარბაზის მმართველ კომპანიას უნდა გაეუმჯობესებინა დამკვეთების მომსახურების პირობები.

ოფიციალური იჯარის მიღმა უამ­რავი ფარული გადას­ახა­დი არსებ­ობს, რომელიც უაზროს ხდის იქ პროექტების განხორცი­ე­ლებას პრომოუტერებისათვის. უხეირო მენეჯმენტის შედეგია, რომ დღეს დარბაზი არ არის დატვირთული. კულტურის მინისტრის პოზიციაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ფილარმო­ნიის ფოიეში მხოლოდ უცხოელი ჯაზმენების სურათებია, იქ ვერ ნახავთ სუხიშვილების, ნანი ბრეგვ­აძის, ალექსანდრე ბასილაიას, ჯანსულ კახიძის ან სხვა ქართველ ხელოვანთა ფოტ­ო­ებს, რადგან დიდად არ შესტკივათ გული ეროვნულ ფასეულობებზე,­ იციან მხოლოდ ის (და არცთუ ისე კარგად), რასაც თავ­ად აკეთებენ - ფესტივალ­ები უცხოელი არტისტების მონაწილეობით. ასეთების­ ხელშია დღეს ფილარმონია,­ რომლის იჯარა 15 ათასი ლარი ღირს, სხვადასხვა ფარული გად­ასახადი ამ თანხას 35-40 ათას ლარამდე ზრდის, ღონისძიებებიდან შემოსული შემოსავალი კი არ ტოვებს ამხელა მოგებას.

კულტურის მინისტრსა და მის დაჯგუფებას გარანტირებული აქვთ ყოველწლიურად ტენდერების გარეშე დაფინანსებული ორი ჯაზფესტივალი და ჯაზის საერთაშორისო დღე. შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელიც ბათუმში ზაფხულობით იმართება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარით ფინანსდება და აჭარის მთავრობა კიდევ 50 ათას ლარს უხდის. თბილისის ჯაზ-ფესტივალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარით ფინანსდება, თბილისის მერია კი დამატებით 100 ათას ლარს უხდის... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია