"დამტვრეულია 4 პატრულის მანქანა, აგინებენ სასწრაფოს ექიმებს" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ყაზბეგზე მომხდარ ინციდენტზე

"დამტვრეულია 4 პატრულის მანქანა, აგინებენ სასწრაფოს ექიმებს" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ყაზბეგზე მომხდარ ინციდენტზე

"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი ანა მიქაძე ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა ცდილობდა პატრული პროვოკაციაზე წამოეგო, ასევე უხამსი სიტყვებით მიმართავდნენ ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის წევრებს. როგორც ინტერნეტმომხმარებელი წერს, ახალგაზრდები სავარაუდოდ, ნასვამები იყვნენ.

"ამ ამბავში ვინმემ პოლიცია არ დაადანაშაულოს დღეს ეთერებში, თორემ დეტალებში მოვყვები როგორი პროვოკაცია მოაწყოო ამ ორმა ახლაგაზრდამ. დამტვრეულია პატრულის სამი მანქანა... აგინებენ სასწრაფოს ექიმებს.... არ ვიცი რა აქვს დალეული და რისი ზემოქმედების ქვეშ არიან..

მსგავი არაფერი მინახავს 4 საათია პატრული არ იძვრის ადგილიდან და ექიმებთან ერთად ცდილობენ ამ ყმაწვილების დაშოშმინებას..

ცხოვრებაში პირველად ვნახე რას ნინშნავს პროვოკაცია.. ბიჭები ელგებეტედან არიან...ვიცავდი კბილებიტ ... საზოგადოების რისხვისგან.. ხალხი ძლივს იკავებდა თავს..

მეც მომდგნენ.. ცალკე ხალხი და მერე ეს ჩემს მიერ დაცული ელგებეტე ბიჭები.. პასუხი არ მაქვს..", - წერს ინტერნეტმომხმარებელი.

როგორც "ამბები.გე"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას განუცხადეს, ადგილზე საპატრულო პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ორ ახალგაზრდას კონფლიქტი მოუვიდა მაღაზიის გამყვიდველებთან. სამართალდამცველებმა ადგილზე მისვლის შემდეგ ახალგაზრდებს მოუწოდეს კონფლიქტი შეეწყვიტათ, თუმცა პატრულის თხოვნა მათ არ გაითვალისწინეს. ერთ-ერთმა მათგანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს.

უწყების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაკავებულია ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ასევე, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 125-ე მუხლებით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცემას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ