64 წლის ქართველმა ინჟინერმა მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

64 წლის ქართველმა ინჟინერმა მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

აფხაზეთიდან დევნილმა 64 წლის ინჟინერმა ვლადიმერ მისაბიშვილმა ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლილთა სამინისტროდან გვაცნობეს, ვლადიმერ მისაბიშვილმა 100-ციფრიანი რიცხვიდან ზეპირი გაანგარიშებით 23-ე ხარისხის ფესვი 32 წამში ამოიყვანა.

მიღებული შედეგი დაფიქსირდა მსოფლიო რეკორდად და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება.

ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

წაიკითხეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია