სტალინის სიკვდილის საიდუმლოება და ქალი, რომელიც ხრუშჩოვმა ბერიას ჩამოსაშორებლად გამოიყენა

სტალინის სიკვდილის საიდუმლოება და ქალი, რომელიც ხრუშჩოვმა ბერიას ჩამოსაშორებლად გამოიყენა

საბჭოთა კავშირის ყველაზე სახელგანთქმული ლიდერი, მსოფლიოში პირველი ქართველი გენერალისიმუსი და II მსოფლიო ომის ერთ-ერთი არქიტექტორი - იოსებ სტალინი, იგივე - ჯუღაშვილი 1953 წლის 5 მარტს, 21:50 საათზე გარდაიცვალა.

საბჭოთა გაზეთებმა მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2 დღის შემდეგ გაავრცელეს. "დიდი ბელადის" გარდაცვალება ხალხისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბევრმა ინფარქტიც მიიღო. ამასთან, როგორც შემდგომში გამოირკვა, სტალინის სიკვდილს თავად "ძლიერნი ამა ქვეყნისანიც" მოუმზადებელნი შეხვდნენ, რამაც უამრავ ლეგენდასა თუ ვარაუდს დაუდო საფუძველი.

დღესდღეობით "დიდი ბელადის" გარდაცვალების შესახებ არა მარტო რუსეთში, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც საკმაოდ ბევრი რამ იწერება და ისტორიკოსების გარდა, ამ საკითხზე საკუთარ შეხედულებას სხვა პროფესიის ადამიანებიც გამოთქვამენ. ამიტომაცაა, რომ უკვე სიმართლის დადგენა საკმაოდ ჭირს, მაგრამ თავისთავად, ყოველგვარი ინფორმაცია საინტერესოა. მაგალითად, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ იოსებ სტალინს სიკვდილამდე სულ რამდენიმე დღით ადრე დამბლა დაეცა და მარჯვენა მხარე მთლიანად წაერთვა: 1953 წლის 1-ელ მარტს იგი კუნცევოს აგარაკზე, დაცვის უფროსმა ლოზგაჩოვმა უკვე დადამბლავებულ მდგომარეობაში - იატაკზე დაგდებული ნახა, მაგრამ ექიმები კუნცევოზე მხოლოდ მეორე დღეს, დილით მივიდნენ და სხეულის მარჯვენა ნაწილის დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ სტალინმა კიდევ სამიოდე დღე იცოცხლა ისე, რომ ლაპარაკს ვერ ახერხებდა და მხოლოდ მარცხენა ხელს ამოძრავებდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1953 წლის 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა და ექიმებმა ამის მიზეზად ტვინში სისხლის ჩაქცევა დაასახელეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, "დიდი ბელადის" სიკვდილს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: მოქალაქეთა უმრავლესობა, როგორც წესი, ოფიციალურ განცხადებას ბრმად ენდო; პოლიტბიუროს წევრთა ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ სტალინი ხრუშჩოვმა და მისმა გარემოცვამ მოწამლა, ხოლო თავად ხრუშჩოვსა და მისიანებს, ისევე, როგორც "გულაგის" მრავალრიცხოვან მკვიდრთ პოლიტიკური მტრის მოულოდნელი სიკვდილი გაუხარდათ და საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად დაიწყეს მზადება. ცხადია, მომხდარით უაღრესად აღშფოთებული ჩანდა ლავრენტი ბერია. სტალინის ვაჟიშვილი, ვასილი სტალინი კი ამტკიცებდა, რომ მამამისი მოწამლული იყო.

მოწამვლის ვერსია სტალინის ქალიშვილმა - სვეტლანა ალილუევამაც გაიზიარა: ის მოგვიანებით იხსენებდა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა მამის სარეცელთან მივიდა, შეამჩნია, რომ სტალინს რაღაცის თქმა სურდა, თან მარცხენა ხელს მუშტავდა. "წარბები შეკრა და ხელი იმგვარად აამოძრავა, თითქოს ვიღაცას ემუქრებოდა", - წერდა სვეტლანა წიგნში, რომელიც მან წლების შემდეგ, ამერიკაში გამოსცა. საინტერესოა, რომ იგი ორაზროვნად, მაგრან იქვე იმასაც უთითებს, რომ სასიკვდილო სარეცელთან ყველაზე მხნედ და რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ყველაფრისთვის მზადმყოფად სწორედ ლავრენტი ბერია გამოიყურებოდა: "ის წუთითაც არ დაბნეულა მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ვერც კი ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა და არც ის ვიცოდით, რითი უნდა გვეშველა მომაკვდავი მამისთვის". აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს პოლიტბიუროს წევრთა ნაწილმა კარგად იცოდა, სტალინს და ბერიას არცთუ კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდათ, მაგრამ ყველა დუმდა. სტალინ-ბერიას ურთიერთობებით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ხრუშჩოვი და მისი გარემოცვა, რომლებიც "ქართველთა აღზევების" გამო უკმაყოფილებას ვერ ფარავდნენ. განაგრძეთ კითხვა

"ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა... სახელებს გზადაგზა ვარჩევდით" - გაიცანით ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც 4 ტყუპი შეეძინა

კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

"ქალს ხელში კონვერტი ეჭირა... შვილო, სტატია წავიკითხე შენზე, მაგრამ ჩარიცხვა არ ვიციო" - რა მოხდა, როდესაც AMBEBI.GE-ზე აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის ამბავი დაიწერა?