პროკურატურასთან პოლიციაა მობილიზებული - გადაკეტილია გორგასლის ქუჩა

პროკურატურასთან პოლიციაა მობილიზებული - გადაკეტილია გორგასლის ქუჩა

მთავარ პროკურატურასთან "თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერები იკრიბებიან. ადგილზე უკვე მივიდნენ პარტიის ლიდერები. პროკურატურასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც ადგილზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

დაგეგმილი აქციის გამო გორგასლის ქუჩა გადაკეტილია.

იხილეთ კადრები აქციიდან

"ეს არის პროტესტი უსამართლობის - იმის წინააღმდეგ, რომ ამ ქვეყანაში სამხედრო სამსახური ისჯება", - განუცხადა ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა.

აღნიშნული პარტიის ორგანიზებით მთავარ პროკურატურასთან აქცია 14:00 საათზე დაიწყება. "თავისუფალი დემოკრატების" წევრები და მხარდამჭერები უბრალო მოქალაქეებთან ერთად ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული 5 პირის დამნაშავედ ცნობას გააპროტესტებენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია