"ნაციონალები" "ოცნების" კოორდინატორებს წყალტუბოში ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

 "ნაციონალები" "ოცნების" კოორდინატორებს წყალტუბოში ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

წყალტუბოში, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები "ქართული ოცნების" კოორდინატორებს, ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, წყალტუბოში, #52 უბანზე "ქართული ოცნების" კოორდინატორმა ამომრჩეველს ფული გადაუხადა და მათ ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც გააჩნიათ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, "ოცნების" კოორდინატორები ამომრჩეველს 30-50 ლარს უხდიან. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აქამდეც ჰქონდათ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა. აქამდე ისინი ამომრჩეველს 150 ლარს უხდიდნენ და აცხადებდნენ, რომ ისინი კოორდინატორები არიან და ამით იმართლებდნენ თავს. დღეს კი ისინი ამომრჩეველს უბანზე 30-50 ლარს უხდიან. გააჩნია რამდენზე დაითანხმებენ", - განაცხადა საღარეიშვილმა.

იხილეთ კადრები

წაიკითხეთ: ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "ქართული ოცნება" პროვოკაციას უწოდებს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."