რა ვითარებაა ამჟამად კორცხელის N53-ე უბანზე

რა ვითარებაა ამჟამად კორცხელის N53-ე უბანზე

კორცხელის N53-ე უბანზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა და ამჟამად ხმის დათვლა მიმდინარეობს. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ხმის დათვლის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ადგილზე რჩებიან ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც.

როგორც ცნობილია, ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის კორცხელის N53-ე უბანზე დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავდა ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები. თავის მხრივ მომხდარს ”ქართულმა ოცნებამ” პროვოკაცია უწოდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია