ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი Airbus A320, რომელიც ასრულებდა რეისს პარიზი - ქაირო, 19 მაისს რადარებიდან ქაიროს დროით დაახლოებით 02:45 წუთზე გაქრა. თვითმფრინავის ძებნის მასშტაბური სპეცოპერაცია დღემდე მიმდინარეობს.
გამოცემა Aviation Herald-ის ინფორმაციით, Airbus A320 -ის ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე თვითმფრინავის სალონში ამუშავდა კვამლის დეტექტორი. საავიაციო სისტემის სპეციალური სისტემის (ACARS) მონაცემებით, რასაც გამოცემა ეყრდნობა, კვამლის დეტექტორი ჯერ ამუშავდა ლაინერის ერთ-ერთ ტუალეტში, რის შემდეგაც კვამლი გაჩნდა რადიოელექტრონულ განყოფილებაში, რის შემდეგაც თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა.
სამარ ეზელდინი გამქრალიი თვითმფრინავის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრია. EgyptAir-ის თვითმფრინავის A320-ის ბორტგამცილებელმა კატასტროფამდე ორი წლით ადრე "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო ჩაძირული თვითმფრინავის ფონზე.
