თინა ხიდაშელი - ყველა, ვისაც დღეს კეტი ეჭირა ხელში ან მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს

თინა ხიდაშელი - ყველა, ვისაც დღეს კეტი ეჭირა ხელში ან მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს

ვინც დღევანდელ ვანდალიზმს წარსული დროის ვანდალიზმზე პასუხით ამართლებს, ჩვენი ქვეყნის პროგრესს და განვითარებას უშლის ხელს, - ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კორცხელში განვითარებულ მოვლენებს.

„ყველა, ვისაც დღეს კეტი ეჭირა ხელში ან მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს. ყველა, ვინც დღევანდელ ვანდალიზმს წარსული დროის ვანდალიზმზე პასუხით ამართლებს, ჩვენი ქვეყნის პროგრესს და განვითარებას უშლის ხელს; თუ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა და ღირსება გაგვაჩნია, სხვისი დაჩაგვრა, მუშტი და ხელკეტი ვერასოდეს დაგვეხმარება, ვერ გახდება ჩვენი მეგზური უკეთესი საქართველოსკენ. ის, რაც დღეს სამეგრელოში ხდებოდა, ქაოსის გზაა! არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ვის ურტყამდა“, - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, „თუ ვერ გავიგებთ, რომ ძალადობა პასუხი არ არის, მსხვერპლის და ჯალათის როლები მუდამ ცვალებადი იქნება, ხოლო ქვეყანა უბრალოდ ხელიდან გამოგვეცლება“.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."