ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ქართველი ლამაზმანების მეუღლეები

ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ქართველი ლამაზმანების მეუღლეები

ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება ყოველთვის იწვევს ინტერესს. "ambebi.ge" მომხიბვლელი და წარმატებული ქართველი მანდილოსნების მეუღლეებით დაინტერესდა.

ანუკი ქორქია

ანუკი ქორქიას მეუღლე კახა ჩიქოვანია. ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ, ჯერ სოციალური ქსელით, შემდეგ კი საერთო მეგობრის მეშვეობით გაიცნეს, 2012 წელს კი იქორწინეს. კახა ესპანეთში სწავლობდა, მას მუსიკალურ წრეებში როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში კარგად იცნობენ. კახა ჩიქოვანი წამყვან არტისტებთან თანამშრომლობს და მისი მოწვევით ისინი საქართველოსაც ხშირად სტუმრობენ.

სალომე ღვინიაშვილი

სალომე ღვინიაშვილის და ზურა ხიზანიშვილის სიყვარულის ისტორიაზე თითქმის მთელი საქართველო ლაპარაკობდა. როცა დაქორწინდნენ ორივე ძალიან პოპულარული იყო. სანამ ზურა ხიზანიშვილზე იქორწინებდა, სალომე მანამდე იყო ქორწინებაში ტატო აბულაძესთან, რომელთანაც ვაჟი დათუნა ჰყავს. თუმცა ოჯახის დანგრევის შემდეგ, წარმატებულ ფეხბურთელზე ზურა ხიზანიშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ორი გოგო ჰყავს. ზურა თამაშობდა შოტლანდიაში, ინგლისში, ამჯერად კი საქართველოში დაბრუნდა.

მარიკა თხელიძე

მომღერალი მარიკა თხელიძე ერთი წლის წინ გათხოვდა. მისი ქმარი გიგა ანდრიაძეა. გიგა ანდრიაძე ბიზნესმენია. მარიკა და გიგა რამდენიმე წლის მანძილზე იყვნენ შეყვარებულები. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრების მეშვეობით გაიცნო.

ქეთა თოფურია

ქეთა თოფურიას ქმარი ბიზნესმენი ლევ გეიხმანია. ის 42 წლის არის. ერთმანეთი თვითმფრინავში გაიცნეს და როგორც გეიხმანი აღნიშნავს, დანახვისთანავე ჭკუიდან შეიშალა. პირველად ლევ ისააკის ძე გეიხმანის სახელი 1991 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო კომიტეტის ბიულეტენში გამოჩნდა. იქ ეწერა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერმა ბიჭმა თავის გამოგონებაზე პატენტი მიიღო. შემდეგ გამომგონებელი მოსკოვის სამთო ინსტიტუტიდან კერძო ფირმაში გადავიდა სამუშაოდ. შემდეგ გახდა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი, 2002 წლიდან კი ნავთობის და გაზის კორპორაციას ხელმძღვანელობდა. სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ მისი საქმიანობის შესახებ პრესაში აღარ დაწერილა.

ლელა მებურიშვილი

მსახიობი ლელა მებურიშვილი რამდენიმე წლის წინ ბაჩო საგანელიძეზე დაქორწინდა. ბაჩო ბიზნესმენია და დავით საგანელიძის ძმისშვილი გახლავთ. ის თბილისში საკმაოდ სასურველი სასიძოს იმიჯით სარგებლობდა, თუმცა სასურველ სარძლოზე, ლელა მებურიშვილზე იქორწინა. ბაჩო "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" ხელმძღვანელია. წყვილს ერთი ვაჟი ალექსანდრე ჰყავთ, ახლა მეორე შვილს ელოდებიან.

ნინო მაჩაიძე

ქართველი საოპერო მომღერლის ნინო მაჩაიძის ქმარი გვიდო ლოკონსოლოა.

ნინომ იტალიელი კოლეგა გვიდო "ლა სკალას" აკადემიაში გაიცნო. პირველ წელს იყო მეგობრობა. შემდეგ ორივეს "ლა სკალამ" "რიგოლეტოში" მონაწილეობა შესთავაზა.

"მე და გვიდოს ხშირად გვიწევს ერთმანეთისგან შორს ყოფნა, მე ერთ ქალაქში, გვიდოს - მეორეში. თავისუფალი დრო რომ გამოგვიჩნდება, ერთმანეთთან ჩავდივართ. ეს არის მომღერლის ცხოვრება. აქვს კარგი მხარეებიც და ცუდიც. უარყოფითი ის არის, რომ ახლობლებისგან შორს ხარ, მაგრამ, როცა ხანგრძლივი განშორების შემდეგ ხვდები, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა", - აღნიშნავს ქართველი სოპრანო.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)