ქალაქში ცხოვრება ზიანს აყენებს ბავშვის ფსიქიკას

ქალაქში ცხოვრება ზიანს აყენებს ბავშვის ფსიქიკას

დიდ ქალაქში ცხოვრება ბავშვის ფსიქიკაზე ცუდ ზეგავლენას ახდენს - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკის დიუკის უნივერსიტეტის და სამეფო კოლეჯის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარები. ამის მიზეზად უპირველეს ყოვლისა ასახელებე მეზობლებს შორის სუსტ სოციალურ კავშირს და შესაბამისად დანაშაულის მაღალ დონეს.

მეცნიერები აკვირდებოდნენ 2 ათასამდე ბრიტანელ ტყუპს, რომლებიც ცხოვრობდნენ დიდ ქალაქებსა და სოფლებში დაბადებიდან - 12 წლის ასაკამდე. 12 წლის ასაკში ყველამ გაიარა ტესტირება - პარანოიდულ ფიქრებზე, ხმოვან და ვიზუალურ ჰალუცინაციებზე, მომატებულ მგრძნობელობაზე (მაგ: იმაზე, რომ ვიღაცას შეუძლია მათი აზრების წაკითხვა) და სხვა. გარდა ამისა,

გარემო, რომელშიც ცხოვრობდნენ ბავშვები, ყურადღებით შეისწავლეს.

გამოკითხეს ადგილობრივი მცხოვრებლები და მეზობლები. Google Street View--ის დახმარებით და ადმინისტრაციული მონაცემებით შეადგინეს დაწვრილებითი რაიონების პროფილები, გააანალიზეს ოჯახური ისტორიები ფსიქიკურ აშლილობაზე.

"ჩვენ გვინდოდა, გაგვეგო, თუ როგორ მოქმედებს ბავშვებზე გარემო, რომელშიც იზრდებიან", - განმარტა კვლევის ავტორმა კენდის ოჯერსმა...განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია