5 მი­ლი­ო­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ყუ­რის თაღ­ლი­თუ­რად მით­ვი­სე­ბის ამ­ბა­ვი

5 მი­ლი­ო­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ყუ­რის თაღ­ლი­თუ­რად მით­ვი­სე­ბის ამ­ბა­ვი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პე­რი­ო­დის გა­ზე­თე­ბი სავ­სეა სხვა­დას­ხ­ვა კრი­მი­ნა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით. რა ტი­პის და­ნა­შა­ულს არ აღ­წე­რენ იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი: ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბა, მკვლე­ლო­ბა, ყა­ჩა­ღო­ბა, თაღ­ლი­თო­ბა. სა­ერ­თო ქა­ო­სის პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა იმ­დე­ნად მოშ­ლი­ლი იყო, რომ კრი­მი­ნა­ლი ახალ­გაზ­რ­და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლებ­რივ თა­ნამ­დე­ვად გა­და­იქ­ცა. რაც ყვე­ლა­ზე სა­გუ­ლის­ხ­მოა, კრი­მი­ნა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თა­ვად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბიც კი იყ­ვ­ნენ ჩარ­თულ­ნი.

მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი იყო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის (მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტი­ა) ცენ­ტ­რა­ლურ­მა ბეჭ­დ­ვით­მა ორ­გა­ნომ - გა­ზეთ­მა "ერ­თო­ბამ" 1919 წლის აპ­რი­ლის ერთ-ერ­თი ნომ­რის წამ­ყ­ვა­ნი გვერ­დი, მთლი­ა­ნად ამ პრობ­ლე­მას მი­უძღ­ვ­ნა.

გა­ზე­თი "ერ­თო­ბა", 1919 წლის 25 აპ­რი­ლი:

"ყა­ჩა­ღო­ბა, თავ­დას­ხ­მა, მკვლე­ლო­ბა, ცე­მა-ტყე­პა ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნათ გა­და­იქ­ცა. დღემ­დის მი­მა­ლუ­ლი ნა­ძი­რა­ლე­ბი ისევ ამოძ­რავ­დ­ნენ და თა­ვის ბნელ საქ­მე­ებს, უშიშ­რად და და­უს­ჯე­ლათ აკე­თე­ბენ.

დღე არ გა­ივ­ლის - ვინ­მე არ გა­ძარ­ც­ვონ; დღე არ გა­ივ­ლის - ვინ­მე არ მოჰ­კ­ლან; დღე არ გა­ივ­ლის - ვინ­მე არ გაჰ­ქურ­დონ. ცხოვ­რე­ბა პირ­და­პირ აუტა­ნე­ლი გახ­და და ეს ქმნის ისეთ ატ­მოს­ფე­როს, რო­ცა ობი­ვა­ტე­ლი­სათ­ვის რეს­პუბ­ლი­კა ყა­ჩაღ­თა და ნა­ძი­რალ­თა ბა­ტო­ნო­ბის სი­ნო­ნი­მი ხდე­ბა.

ყა­ჩა­ღო­ბა-ავა­ზა­კო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ბევ­რი სა­პა­ტიო მი­ზე­ზი აქვს, მაგ­რამ ერთ უმ­თავ­რეს მი­ზე­ზათ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მი­სი სრუ­ლი­ად და­უს­ჯე­ლო­ბა. და­უს­ჯე­ლო­ბა, შო­რი­დან ცქე­რა ათა­მა­მებს იოლი გამ­დიდ­რე­ბის მოტ­რ­ფი­ა­ლეთ და ასე ხელს უწყობს მათ გამ­რავ­ლე­ბა-გაძ­ლი­ე­რე­ბას.

არა­ფე­რი არ უთხ­რის ძირს ჩვენს დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას ისე, რო­გორც ეს აღ­ვირ წახ­ს­ნი­ლი თა­რე­ში ნა­ძი­რა­ლე­ბი­სა. გმი­ნავს ქა­ლა­ქი, იტან­ჯე­ბა სო­ფე­ლი და გამ­კითხა­ვი კი ცო­ტაა. მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ მი­ლი­ცია, სოფ­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ე­ბი, ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბე­ბი ენერ­გი­უ­ლად შე­უდ­გე­ბოდ­ნენ მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლას, მა­რა სამ­წუ­ხა­როდ ეს არ ხდე­ბა და ეს კი­დევ უფ­რო ამ­რავ­ლებს ავა­ზაკ­თა ბრბო­ებს.

კი­დევ მე­ტი. ბევრ ად­გი­ლას თვით ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, მი­ლი­ცია იღებს პი­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ავა­ზა­კო­ბა­ში და მით სა­მუ­და­მოდ სცემს რეს­პუბ­ლი­კის პრეს­ტიჟს. ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ებ­ში, მი­ლი­ცი­ა­ში ბევ­რი უვარ­გი­სია, ბევ­რი თვით ავა­ზა­კობს. ბევ­რი ხელს უწყობს და ასე რეს­პუბ­ლი­კის ხარ­ჯით, რეს­პუბ­ლი­კას­ვე ძი­რი ეთხ­რე­ბა.

არასდროს არ ყო­ფი­ლა მო­ქა­ლა­ქის პი­როვ­ნე­ბა ისეთ საფ­რ­თხე­ში ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­გორც არის დღეს და თუ არ იქ­ნა სას­წ­რა­ფო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი მი­ღე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ე­ბის გა­სა­ჯან­სა­ღებ­ლათ, შე­იქ­მ­ნე­ბა ისე­თი პი­რო­ბე­ბი, რო­ცა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა რა­ი­მე და­დე­ბი­თი მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა-გან­გ­რ­ძო­ბა".

მძი­მე ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლი იმ­დე­ნად მრავ­ლად იყო, რომ მათ ფონ­ზე თაღ­ლი­თო­ბი­სა და აფე­რის­ტო­ბის ფაქ­ტებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უწყი­ნარ მოვ­ლე­ნად აღიქ­ვამ­დ­ნენ. არა­და, ამ ტი­პის კრი­მი­ნა­ლი იმ­დე­ნად გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი იყო და თაღ­ლი­თე­ბი თა­ვის ოპე­რა­ცი­ებს ისე­თი გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ, რომ ამის შე­სა­ხებ ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად ღირს.

გა­ზე­თი "გრუ­ზი­ა", 1920 წლის 10 ნო­ემ­ბე­რი:

"5 ნო­ემ­ბერს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის გ. ბა­რა­თო­ვის ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც ოლ­გის ქუ­ჩის 20 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე­ობს, უც­ნო­ბი პი­რი მი­ვი­და და ოჯა­ხის წევ­რებს გა­ნუცხა­და, რომ ბა­რა­თოვ­მა გა­მო­აგ­ზავ­ნა. უც­ნო­ბის თქმით, ბა­რა­თოვ­მა სთხო­ვა, მის სახ­ლ­ში მი­სუ­ლი­ყო და სა­გა­რეო ქურ­თუ­კი წა­მო­ე­ღო, რად­გან მას სა­სა­მარ­თ­ლო­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სი ჰქონ­და და ქურ­თუ­კის გა­რე­შე პრო­ცეს­ზე გა­მოს­ვ­ლა არ სურ­და.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია