თინათინ ხიდაშელი - რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ სამეგრელოში,არის გზა ქაოსისკენ

თინათინ ხიდაშელი - რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ სამეგრელოში,არის გზა ქაოსისკენ

ის, რაც გუშინ სამეგრელოში ვნახეთ, არ არის ევროპული საქართველო, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა. თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს , რომ სამეგრელოში მომხდარ ინციდენტს ძალიან მკაცრი და მყისიერი პასუხი გაეცემა და დამნაშავეები დაისჯებიან.

"ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ სამეგრელოში, ეს არის გზა ქაოსისკენ, ზუსტად ისევე, როგორც ხდებოდა წლების განმავლობაში და მე მზარავს იმის გაფიქრებაც კი, რომ შემდეგი თვეების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია იწყება და შეიძლება რაიმე ამის მაგვარი მივიღოთ. ძალიან ბევრმა, გუშინდელი ამბავი შეაფასა, როგორც რაღაც წინასაარჩევნო რეპეტიცია და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეაგირება იქნება მყისიერი და ძალიან მკაცრი, იმისათვის, რომ ვერავინ გაივლოს თავში საპარლამენტო არჩევნების წინ მსგავსი რამ. ის, რაც გუშინ ვნახეთ, ეს არ არის ევროპული საქართველო. სწორედ ხელისუფლების ვალია, რომ ეს ქაოსი არ დაუშვას ამ ქვეყანაში და მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასე იქნება", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."