თითქმის ერთწლიანი გაუფასურების შემდეგ, ლარმა გამყარება ელვის სისწრაფით დაიწყო. ბოლო ერთი თვეა, ლარი დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად მყარდება.
როდემდე გაგრძელდება ლარის გამყარების ტენდენცია, რა ნიშნულზე შეიძლება ჩამოვიდეს ეროვნული ვალუტის კურსი და რამდენად კარგია საქართველოს ეკონომიკისთვის ლარის სწრაფი გამყარება, ამ კითხვებით Allnews.ge-მ ეკონომისტებს მიმართა.
"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ეკონომისტის, ბესო ნამჩავაძის თქმით, კონკრეტული ნიშნულის დასახელება, თუ სადამდე გამყარდება ლარი, რთულია, თუმცა ამბობს, რომ "ლარის კურსი 2.01-დან 2.10-ს შუალედში დაიწევს".
"ვფიქრობ, რომ ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება იმიტომ, რომ ბევრი დრო აღარ დარჩა ტურისტული სეზონისთვის, მაქსიმუმ ერთ თვეში დაიწყება საქართველოში ტურისტების აქტიური შემოსვლა, თუნდაც ამის ხარჯზე ველოდები ლარის გამყარებას.