გოგი თოფაძე - დავით კოღუაშვილი გააფრთხილეს, ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსი ხარ და ასეთი უაზრობა როგორ ჩაიდინეო

გოგი თოფაძე - დავით კოღუაშვილი გააფრთხილეს, ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსი ხარ და ასეთი უაზრობა როგორ ჩაიდინეო

"მრეწველების" ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალ წევრს დავით კოღუაშვილს "თითი დაუქნიეს და გააფრთხილეს".

როგორც გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას განაცხადა, დავით კოღუაშვილს შეეშალა, შეცდომა დაუშვა, მოიბოდიშა და რამდენადაც მისთვის ცნობილია, კოღუაშვილი სერიოზულად გააკრიტიკეს.

"პოლისტაბჭოს ჩვენ აღარ ვესწრებით, რაც კოალიცია დაიშალა, მაგრამ ცხადია, ინფორმაცია მოგვდის. ძალიან სერიოზული კრიტიკა იყო თითის ქნევით და გააფრთხილეს ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსი ხარ და ასეთი უაზრობა როგორ ჩაიდინეო", - განაცხადა გოგი თოფაძემ.

მისივე ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა დავით კოღუაშვილთან მიმართებაში უფრო რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."