რა ცდები ტარდებოდა მცხეთის ბირთვულ რეაქტორში და რა ვითარებაა დღეს ობიექტზე, რომელიც ოდესღაც საქართველოს ატომური ფიზიკის კერა იყო

რა ცდები ტარდებოდა მცხეთის ბირთვულ რეაქტორში და რა ვითარებაა დღეს ობიექტზე, რომელიც ოდესღაც საქართველოს ატომური ფიზიკის კერა იყო

იყო დრო, როდესაც საქართველოში მეცნიერება ერთ-ერთ მოწინავე სფეროდ ითვლებოდა. ქვეყანა მსოფლიო პროგრესს ფეხდაფეხ მიყვებოდა. ქართველი მეცნიერების, ინჟინრებისა და კონსტრუქტორების ქმნილებები და გამოგონებები საერთაშორისო აღიარებას ჰპოვებდნენ. მცირე ზომის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა მანქანათმშენებლობის ინდუსტრიის ათეულობით ობიექტს ფლობდა. გაგიკვირდებათ და, ბირთვული რეაქტორიც გვქონდა.

მცხეთასთან განთავსებულ კვლევით ლაბორატორიას და იქ მდებარე ბირთვულ რეაქტორს, საბჭოთა ატომური მრეწველობის და ბირთვული ფიზიკის სფეროებში თავისი ადგილი ეკავა.

ბირთვული რეაქტორის მშენებლობის ინიციატივა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატ ელეფთერ ანდრონიკაშვილს ეკუთვნოდა. შესაბამისი წინადადებით ანდრონიკაშვილი 1957 წელს გამოვიდა. იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა. თუმცა რეაქტორის არსებობას თავისი უპირატესობებიც ჰქონდა. საქართველოს მიეცემოდა ფართო სამოქმედო არეალი ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და მეცნიერებათა სხვა დარგებში.

რეაქტორი ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა. მცხეთის რეაქტორად ცნობილი ობიექტი "მუხათგვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრი" იყო. თავად რეაქტორისა და მისი ექსპლუატაციისთვის საჭირო ინფრასქტრუქტურის გარდა, ტერიტორიაზე თხევადი აზოტისა და ჰელიუმის გამომუშავების სადგურები, საცხოვრებელი კომპლექსები მდებარეობდა. ერთ დროს ეს ადგილი საქართველოს ატომური ფიზიკის კერა იყო. ობიექტზე მომუშავე 300-მდე ადამიანი სხვადასხვა ცდებსა და ექსპერიმენტებს ატარებდა.

კვლევითი რეაქტორის ექსპლუატაცია შეუფერხებლად და ყოველგვარი ინციდენტების გარეშე მიმდინარეობდა. რეაქტორის ინტენსიური და წარმატებული ფუნქციონირების შედეგად, ის თანდათან ბირთვულ ტექნოლოგიურ კომპლექსად ჩამოყალიბდა.

აქ სრულდებოდა საკავშირო სამეცნიერო პროგრამები. სპეციალური აღჭურვილობით ძალიან დაბალი ტემპერატურების (მაქსიმალური -269 გრადუსი) მიღწევის წყალობით, ტარდებოდა კოსმოსურ ტექნიკაში გამოსაყენებელი მასალების უნიკალური კვლევები. ექსპერიმენტების შედეგების მაღალ სიზუსტეს რადიაციული ფონიც უწყობდა ხელს.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, სსრკ-ს ბირთვულ ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა.

1980-იანი წლების ბოლოს, საქართველოში დაწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ, მცხეთასთან ატომური რეაქტორის არსებობას საბოლოო წერტილი დაუსვა. ეროვნული ინტერესებით მართული ხალხი, ქვეყანაში ატომური რეაქტორის არსებობის საჭიროებას ეჭვის ქვეშ აყენებდა. საპროტესტო აქციებში რეაქტორის გაჩერებას და ექსპლუატაციიდან გამოყვანას მოითხოვდნენ. შესაბამისი ცოდნის არმქონე ხალხის მასები მოსალოდნელ "საფრთხეებზე" საუბრობდნენ. არადა, ექსპლუატაციის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში ობიექტზე ერთი მცირე ავარიაც არ მომხდარა.

საზოგადოების ზეწოლით, რომელიც თითქოს საქართველოს უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს ემსახურებოდა, 1990 წელს მეცნიერებათა აკადემიამ ობიექტის ექსპლუატაციიდან გამოყვანა გადაწყვიტა. ჩვენი ქვეყანა ბირთვული რეაქტორისა და დიდი სამეცნირო შესაძლებლობების გარეშე დარჩა.

საჭირო თანხების არქონის გამო, დემონტაჟის ნაცვლად, გათიშული რეაქტორი და მისი კონსტრუქციები დააბეტონეს. მართვის პუნქტში რეაქტორის გაჩერების დროა დაფიქსირებული.

ამჟამად, კვლევითი რეაქტორის ტერიტორია გამოიყენება სასწავლო ბაზად. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სპეციალისტები რადიო-ქიმიური ლაბორატორიის "ცხელ კამერებში" ტრენინგებს გადიან.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: ექსკლუზიური კადრები: თქვენ პირველები ნახავთ, რა ხდება მცხეთის კვლევით ბირთვულ რეაქტორში

იხილეთ ასევე: როგორი იქნება ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ასეული მილიონი ევროა

საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

პანდემია და ლგბტქ(ი) თემი

ხელჩართული ჩხუბი დმანისში - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში