ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები, ხურჩაში მომხდარი ფაქტის გამო, არ ჩატარდება

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები, ხურჩაში მომხდარი ფაქტის გამო, არ ჩატარდება

ქალაქ ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები, ხურჩაში მომხდარი ფაქტის გამო, არ ჩატარდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან აცნობეს, 26 მაისს, დილით 09:00-დან 11:00 საათამდე, ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სამშობლოსათვის დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდება. 11:00-დან 12:00 საათამდე ქალაქის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყვავილებით შეამკობენ სპირიდონ კედიას, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლებს, რის შემდეგაც, 12:00 საათზე ზუგდიდში აგვისტოს მოვლენებისას დაღუპულთა სკვერი გაიხსნება.

ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას 26 მაისს დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ ზუგდიდის მერია სრულად დაფარავს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია