დააკავეს თუ არა კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები - შსს-ს კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე

დააკავეს თუ არა კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები - შსს-ს კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს, რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სპორტსმენების ახლობლები მონაწილეობენ. აქციაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ში შესული სპორტსმენები დაკავებულები არიან, რამაც აქციის მონაწილეთა პროტესტი გამოიწვია.

მათი განცხადებით, სპორტსმენები არიან უდანაშაულოები და მათ მაგივრად შსს-ში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უნდა იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "გამოუშვით!", "ძირს "ნაციონალური მოძრაობა!", "გაუმარჯოს სპორტსმენებს!".

თუმცა, სპორტსმენების დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე უწყებაში რამდენიმე სპორტსმენის გამოკითხვის პროცედურები მიმდინარეობს.

იხილეთ: "დაიბარეთ ბოკერია და მელია, მათ აგებინეთ პასუხი" - შსს-სთან კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების მხარდამჭერებიც მივიდნენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ