ნუკრი ქანთარია ხურჩაზე - იქ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი საპასუხო ცეცხლს

ნუკრი ქანთარია ხურჩაზე - იქ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი საპასუხო ცეცხლს

იქ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი საპასუხო ცეცხლს და ჩემი სინდისის წინაშე ვიქნებოდი მართალი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას განაცხადა.

ქანთარიას თქმით, ეს არის ნამდვილი ტრაგედია, როდესაც „ურჯულოებმა გადმოლახეს საზღვარი და ახალგაზრდა კაცი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაცხრილეს“.

„როდესაც ვნახე კადრები, იქ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი საპასუხო ცეცხლს, ჩემი სინდისის წინაშე ვიქნებოდი მართალი და დედამიწაზე ვარავინ გამატყუნებდა. ამიტომ ახლა მინდა გარკვევით ვუთხრა იმ უჯიშოებს - წელიწადის ნებისმიერ დროს, დღისით თუ ღამით, ხმელეთზე თუ ჰაერში, დედამიწის ყველა კუნჭულზე, უნდა ელოდნენ განაჩენს. ეს არ არის აფხაზების გაკეთებული, აფხაზი კაცი ამას არ იკადრებდა, რაც მათ გააკეთეს. ამ ახალგაზრდა ბიჭის სამძიმარს ვერც ვამბობ, იმდენად მიჭირს, სანამ ეს მკვლელები თავისუფლებაზე არიან. მე დარწმუნებული ვარ, მათ ეს არ შერჩებათ, მოკლეს ახალგაზრდა კაცი, მაგრამ ვერ მოკლეს ამ კაცის გული“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."