"შვილს ვუთხარი, რომ ეს გოგო ხელიდან არ გაეშვა" - ზურა მანჯავიძე მამამთილი გახდა

"შვილს ვუთხარი, რომ ეს გოგო ხელიდან არ გაეშვა" - ზურა მანჯავიძე მამამთილი გახდა

მომღერალ ზურა მანჯავიძის ოჯახში ბედნიერი ცვლილებაა _ უფროსმა ვაჟმა, გიორგიმ, ცოლი მოიყვანა - 21 წლის ქეთა ბურჯანაძე, ყოფილი მოდელი, ამჟამად სტუდენტი. პატარძალი კიდეც ცეკვავს და კიდეც მღერის. მოკლედ, ისეთია, მამამთილის გულს რომ გაუხარდება, ამიტომაც იყო, როცა გიორგიმ ქეთას სურათები აჩვენა და მასზე უამბო, შვილს უთხრა, მოუფრთხილდი, არ დაკარგოო. ვაჟსა და რძალზე ნაკლებად ბედნიერი არც თვითონ არის და ახალგაზრდებს მხარში დგომას ჰპირდება, ოღონდ კი მყარი და მოსიყვარულე ოჯახი შექმნან.

ახალგაზრდა წყვილმა ჯვარი თებერვალში დაიწერა, ქორწილის გადახდას კი ზაფხულში გეგმავენ. სიძე-პატარძალი და ოჯახის უფროსი ამ სასიხარულო მოვლენაზე `სარკესთან~ ყვებიან.

- ბატონო ზურა, როცა გაიგეთ, რომ თქვენი ვაჟი ცოლის მოყვანას აპირებდა, რა რეაქცია გქონდათ, როგორ შეხვდით ამ ამბავს?

ზურა: მე ცოლი 18 წლისამ შევირთე. მამა გარდაცვლილი მყავდა, დედამ კი ხელი ძალიან შემიწყო. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პირობები არ მქონდა, თუნდაც ის, რომ ცალკე გვეცხოვრა, წინააღმდეგობა არ შემხვედრია.

გიორგიმ ოჯახის შექმნა უფრო დადინჯებულ ასაკში გადაწყვიტა, 23 წლის გახლავთ. ნაჩქარევი ნაბიჯი არ იყო, მომავალ რძალს ვიცნობდით. ასე რომ, წინააღმდეგი კი არა, ძალიანაც მომხრე ვიყავი.

არ მიყვარს ადამიანების ქება-დიდება, ახალ რძალს ყოველთვის აქებენ და მერე ლანძღვაზე გადადიან, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ქეთა იმდენად კარგი გოგოა, რომ გიორგიმ როგოც კი გამაცნო, ვუთხარი, ხელიდან არ გაუშვა-მეთქი. ეს ის ადამიანია, ვისთანაც მინდა, რომ მთელი ცხოვრება გაატაროს.

- ახალგაზრდები თქვენთან აპირებენ ცხოვრებას?

ზურა: ჯერჯერობით ერთად ვცხოვრობთ. მათ აქვთ ბინა, სადაც ბუნებრივი აირია შესაყვანი და, როგორც კი ეს მოწესრიგდება, ცალკე გადავლენ. ჩვენს სახლში ქეთას და გიორგის თავიანთი კუთხე აქვთ და არანაირ დისკომფორტს ვუქმნით. სამომავლოდ ცალკე ცხოვრება ურჩევნიათ, რასაც მივესალმები.

- იმ ბინაში ხომ არ იცხოვრებენ პროექტში `ცეკვავენ ვარსკვლავები~ რომ მოიგეთ?

ზურა: არა, ის სახლი გავაქირავე, თანაც გადავწყვიტე, რომ ის ბინა გოგონას ვაჩუქო. 2 წლის წინ შევიძინე სახლი, სადაც გიო და ქეთა გადავლენ.

ლიკა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია