კონცერტის დაწყებამდე რობი უილიამსი "დინამო არენაზე" გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

კონცერტის დაწყებამდე რობი უილიამსი "დინამო არენაზე" გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი კონცერტის დაწყებამდე "დინამო არენაზე" გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. სტადიონზე ათასობით ქართველი მსმენელი უკვე შეიკრიბა. ჯერჯერობოთ კონცერტის დაწყების ზუსტი დრო ცნობილი არ არის. მსმენელთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, მათი შესვლა სტადიონის ტერიტორიაზე მობილიზებულად ხდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უშუალოდ ბრიტანელი მომღერალი  სცენაზე საღამოს 20:00 საათის შემდეგ გამოვა. იქამდე უილიამსის ქართველ ფანებს ერთ-ერთი ჯგუფი შეამზადებს მეგავარსკვლავის მოსასმენად. ბრიტანელი შემსრულებელი ორი დღეა თბილისშია. გუშინ საღამოს მან დინამოს სტადიონზე გენერალური რეპეტიცია გამართა.

ასევე იხილეთ: გაიხდის თუ არა დღეს რობი უილიამსი ქართველი მაყურებლისთვის?

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."