საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 21.00 საათზე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ბრიფინგს გამართავს.
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული კანონპროექტი, წინასწარი მოსაზრებების მოსამზადებლად, ვენეციის კომისიას რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა. 23-24 მაისს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე სტრასბურგში იმყოფებოდნენ, სადაც ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართეს. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთანაც.