"ბურჭულაძეს გამოუჩნდა კონკურენტი კახი კავსაძის სახით, რომელიც პარტიის "გვეშველება რამე?" შექმნას აპირებს" - ქანთარიას ცინიკური განცხადება

"ბურჭულაძეს გამოუჩნდა კონკურენტი კახი კავსაძის სახით, რომელიც პარტიის "გვეშველება რამე?" შექმნას აპირებს" - ქანთარიას ცინიკური განცხადება

მე ვფიქრობ, რომ პაატა ბურჭულაძეს გამოუჩნდა კონკურენტი კახი კავსაძის სახით, რომელიც პარტიის ”გვეშველება რამე?” შექმნას აპირებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პაატა ბურჭულაძის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, მას პაატა ბურჭულაძე პოლიტიკური პროექტი გონია, რომელიც არასერიოზული ძალაა.

”მე ვფიქრობ, რომ პაატა ბურჭულაძეს გამოუჩნდა კონკურენტი კახი კავსაძის სახით, რომელიც პარტიის ”გვეშველება რამე?” შექმნას აპირებს. ვფიქრობ, გაცილებით მეტი მხარდამჭერი ეყოლება ბატონ კახის.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც პრემიერობა საკმაოდ მარტივი ჰგონია, სჯობდა თავდაპირველად მას მერის არჩევნებში ეყარა კენჭი და ეჩვენებინა ყველასთვის, რომ მას შეუძლია ქალაქის ან უბნის მართვა. მე მგონია, რომ ეს პროექტი არის არასერიოზული. თუ მას პოლიტიკა უნდოდა, იყო საქართველოში ბევრი მსგავსი სიტუაცია - 2007, 2008 ან თუნდაც 2012 წელს. თუმცა, მე პაატა ბურჭულაძე პროექტი მგონია, რომელსაც გარკვეული ლობისტები ჰყავს ამერიკასა და ოდესაში”, - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."