ნუკრი ქანთარია - ვარშავის სამიტის შემდეგ ყველა პარტია თავისი ბარგი-ბარხანით უნდა გაუდგეს გზას

ნუკრი ქანთარია - ვარშავის სამიტის შემდეგ ყველა პარტია თავისი ბარგი-ბარხანით უნდა გაუდგეს გზას

ვარშავის სამიტის შემდეგ ყველა პარტია თავისი ბარგი-ბარხანით უნდა გაუდგეს გზას, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

კითხვაზე, "რესპუბლიკელი" მინისტრები უნდა დარჩენილიყვნენ თუ არა თანამდებობებზე, ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, რომ ალბათ უკვე დადგა ის დრო, როცა მათ თანამდებობები უნდა დატობონ. თუმცა, დეპუტატის განცხადებით, გასათვალისწინებელია, როდესაც ვარშავის სამიტი ახლოვდება, იქ უცბად ახალი მინისტრით გამოჩენა ალბათ არ იქნება მისაღები.

"ვარშავის სამიტის შემდეგ ყველა პარტია თავისი ბარგი-ბარხანით უნდა გაუდგეს გზას და ჩამოიღოს "ქართული ოცნების" ურიკიდან ის ტვირთი, რასაც ამდენი ხანი ჩვენ ვატარებდით მის მაგივრად. ელემენტარული მოცემულობაა ის, რომ 8 ივნისს იწყება საარჩევნო კამპანია და თუ "რესპუბლიკელები" აპირებენ სააარჩევნო პროცესში მონაწილეობას, ბუნებრივია წარმოუდგენელია მათ შენარჩუნებული ჰქონდეთ ეს პოსტები. ისინი მძიმეწონიანი ხალხია და საარჩევნო სიაში აუცილებლად გამოადგებათ", - განაცხადა ქანთარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."