"როცა ახ­ლობ­ლე­ბი გე­უბ­ნე­ბი­ან: ფსკერამდე არ ჩა­სულ­ხა­რო, იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ წყლი­დან ქვე­ბი ამო­ი­ტა­ნო, რომ დაუმტკიცო" - მაშველი უმძიმესი ისტორიებით

"როცა ახ­ლობ­ლე­ბი გე­უბ­ნე­ბი­ან: ფსკერამდე არ ჩა­სულ­ხა­რო, იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ წყლი­დან ქვე­ბი ამო­ი­ტა­ნო, რომ დაუმტკიცო" - მაშველი უმძიმესი ისტორიებით

სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხ­ვე­ვა 17 მა­ისს, გამ­თე­ნი­ი­სას, თბი­ლის­ში მოხ­და. "ო­პე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­საც მტკვრის მარ­ჯ­ვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი ბა­სილ კორ­ტა­ვა მარ­თავ­და, ჯე­ბირს შე­ე­ჯა­ხა და მან­ქა­ნა მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. ამ ფაქტს თვით­მ­ხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს, რომ­ლებ­მაც მა­შინ­ვე აც­ნო­ბეს სამართალ­დამ­ცა­ვებს. მას მე­რე შინაგან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტოს მაშვე­ლე­ბი და­კარ­გულს ეძებ­დ­ნენ. მდგო­მა­რე­ო­ბას მტკვრის ძლი­ე­რი დი­ნე­ბა არ­თუ­ლებ­და, მაშველებს წყალ­ში სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ძა­ლი­ან უჭირ­დათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკან არ და­უხევი­ათ. საკუ­თა­რი სი­ცოცხ­ლის რის­კის ფა­სად, მე­ექ­ვ­სე დღეს, იუსტიციის სახლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტორიაზე მტკვარ­ში ცხე­და­რი და მან­ქა­ნა იპო­ვეს.

ენით აღუ­წე­რე­ლი შრო­მა გას­წი­ეს 5 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მაშ­ვე­ლებ­მა. მაშ­ვე­ლი ვა­რაზ წო­წო­ნა­ვა 16 წე­ლია, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვის სამ­სა­ხურ­ში მსა­ხუ­რობს და ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა სიკ­ვ­დილს. ბევ­რი და­კარ­გუ­ლის ცხე­და­რი იპო­ვა. იმ დღე­საც დი­დი რის­კის ფა­სად მი­აგ­ნო მოძღ­ვარს.

ვა­რაზ წო­წო­ნა­ვა:

- შა­ბათს ვის­ვე­ნებ­დი. და­მი­რე­კა უფ­როს­მა და მითხ­რა, - კი­დევ ერ­თხელ უნ­და გა­ვი­დეთ მტკვარ­ში, და­კარ­გუ­ლის მო­სა­ძებ­ნა­დო. წი­ნა დღე­ებ­შიც ვე­ძებ­დით მოძღ­ვარს. სა­დაც გა­და­ვარ­და მან­ქა­ნა, ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი შეს­წავ­ლი­ლი მქონ­და, რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ვე­დი წყალ­ში, მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვე. გა­მუდ­მე­ბით იმას ვფიქ­რობ­დი, სად შე­იძ­ლე­ბო­და, წყალს წა­ე­ღო. მტკვა­რი ადი­დე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დი, ძა­ლი­ან შორს ვერ წა­ი­ღებ­და.

- იმ დღე­საც დიდ­ხანს ეძებ­დით?

- მაგ­ნი­ტით ჩა­ვე­დი. ყველ­გან არ ვმუ­შა­ობთ მაგ­ნი­ტით, მაგ­რამ რად­გან ვი­ცო­დით, მან­ქა­ნა იყო გა­და­ვარ­დ­ნი­ლი, შე­იძ­ლე­ბო­და, მან­ქა­ნა ეპო­ვა მაგ­ნიტს. დღის სა­მი სა­ა­თი იყო, პირ­ვე­ლად წყალ­ში რომ ჩა­ვე­დი. ჩე­მებ­მა მო­მი­ტა­ნეს სამ­სა­ხუ­რი­დან ყვე­ლა­ფე­რი, რაც ეკი­პი­რე­ბის­თ­ვის მჭირ­დე­ბო­და, რად­გან სამ­სა­ხურ­ში გას­ვ­ლას ვერ ვას­წ­რებ­დი. ვითხო­ვე, ცო­ტა სიმ­ძი­მე მქო­ნო­და, რად­გან ძლი­ე­რი დი­ნე­ბა იყო და შე­იძ­ლე­ბო­და, წყალს წა­ვე­ღე. იმ დღეს გაგ­ვი­მარ­თ­ლა, მა­ლე ვი­პო­ვეთ მან­ქა­ნა. წყალ­ში ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ ხე­დავ, მაგ­რამ ხე­ლე­ბის ფა­თუ­რით ვიგ­რ­ძე­ნი, რომ მან­ქა­ნას მი­ვა­გე­ნი. ამო­ვე­დი ზე­ვით და და­ვიყ­ვი­რე, - ბი­ჭე­ბო, მან­ქა­ნა ვი­პო­ვე-მეთ­ქი. ყვე­ლას გა­უ­ხარ­და. მარ­თა­ლია, დი­დი ტრა­გე­დია მოხ­და, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მთა­ვა­რი იყო, ცხე­და­რი გვე­პო­ვა. ისევ ჩა­ვე­დი წყალ­ში, მძღო­ლის მხა­რეს ფან­ჯა­რა ჩამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი იყო. ეტყო­ბა, გა­და­ვარ­დ­ნის დროს და­იმ­ს­ხ­ვ­რა. ხე­ლი შევ­ყა­ვი ფან­ჯა­რა­ში და ცხე­დარს ხე­ლით შე­ვე­ხე. ამის მე­რე და­იწყო მან­ქა­ნის ჩაბ­მის ოპე­რა­ცია, რაც ძა­ლზე რთუ­ლი იყო. ბი­ჭე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ წყლის სიღ­რ­მე­ში მე ჩავ­დი­ო­დი. მან­ქა­ნას თო­კი ჩა­ვა­ბი. ეს ურ­თუ­ლე­სი წუ­თე­ბი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ვერ ვმოძ­რა­ობ­დი თა­ვი­სუფ­ლად, წყ­ლის დი­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბო­და, გა­ვე­ტა­ცე, ცა­ლი ხე­ლით ვმუ­შა­ობ­დი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. იმი­სიც მე­ში­ნო­და, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი წყალს არ გა­ე­ტა­ცა. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი დი­ნე­ბა იყო. მიც­ვა­ლე­ბუ­ლი და­ვა­ფიქ­სი­როთ, არ გა­ი­ტა­ცოს წყალ­მაო. რო­ცა პირ­ვე­ლად შე­ვე­ხე მის ცხე­დარს, ვთქვი, ღმერ­თ­მა აცხო­ნოს მი­სი სუ­ლი-მეთ­ქი. რო­ცა მან­ქა­ნა ამო­იყ­ვა­ნეს ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა, მხო­ლოდ მა­შინ ამო­ვი­სუნ­თ­ქე.

ვცდი­ლობ­დი, ცხე­და­რი გა­მო­მეტა­ნა მან­ქა­ნი­დან, მაგ­რამ ვერ დავ­ძა­რი, ყვე­ლა­ფერ­ში წყა­ლი მიშ­ლი­და ხელს, რად­გან ჩქა­რი დი­ნე­ბა იყო. მან­ქა­ნა 900 მეტ­რ­ზე ჰქონ­და დი­ნე­ბას წა­ღე­ბუ­ლი და ის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ ვი­პო­ვეთ. სა­ჭეს­თან არ იყო, ეტყო­ბა, წყალ­მა გა­და­ი­ტა­ნა ცხე­და­რი ან შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვარ­დ­ნი­სას ცოცხა­ლი იყო და თვი­თონ იბ­რ­ძო­და. ამ სა­მუ­შა­ო­ების დროს ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­მი ჟან­გ­ბა­დის ბა­ლო­ნი დავ­ცა­ლე. ზე­მო­დან მეს­მო­და ჩე­მი უფ­რო­სის ხმა, - ძა­ლი­ან გა­და­ი­ღა­ლე, ამო­დი ზე­ვით და სხვას ჩა­ვუშ­ვებ, შეგ­ც­ვ­ლი­ა­ნო, მაგ­რამ მა­შინ დაღ­ლა­ზე არ ვფიქ­რობ­დი.

- რო­გორც ვი­ცი, მაშ­ველს მაქ­სი­მუმ ერ­თი ჟან­გ­ბა­დის ბა­ლო­ნის დაც­ლის უფ­ლე­ბა აქვს, მე­რე არ უნ­და ჩა­ვი­დეს წყალ­ში. ამ­დენ ხანს იქ ყოფ­ნა არ გა­გი­ჭირ­დათ?

- არ ვეშ­ვე­ბო­დი, რად­გან უკ­ვე შეს­წავ­ლი­ლი მქონ­და ყო­ვე­ლი წერ­ტი­ლი, რა სად იყო, ყვე­ლა დე­ტა­ლი ხე­ლე­ბით ვი­ცო­დი. ვცდი­ლობ­დი, ბო­ლომ­დე მი­მეყ­ვა­ნა საქ­მე. სა­ნამ სხვა შე­ის­წავ­ლი­და, ამ ყვე­ლა­ფერ­ში დრო და­ი­კარ­გე­ბო­და. 3 სა­ათ­ზე ჩა­ვე­დი და სა­ღა­მოს 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე ამო­ვიყ­ვა­ნეთ იქი­დან გარ­დაც­ვ­ლი­ლი და მან­ქა­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, შეს­ვე­ნე­ბებს ვა­კე­თებ­დი. ნავ­ზე ჩა­მოვ­ჯ­დე­ბო­დი და ისევ ჩავ­დი­ო­დი. რო­ცა ასეთ საქ­მეს აკე­თებ, მა­შინ არ ფიქ­რობ შენს თავ­ზე. რო­ცა ასე­თი ძლი­ე­რი დი­ნე­ბაა, მყვინ­თა­ვის­თ­ვის ჩას­ვ­ლა აკ­რ­ძა­ლუ­ლია. 80-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი გი­რით მი­დი­ხარ ქვე­ვით, წყა­ლი არ გიშ­ვებს, მაგ­რამ მა­ინც ჩა­დი­ხარ, წე­სით, ეს არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ რო­ცა ადა­მი­ანს ეხე­ბა საქ­მე, უნ­და გა­ა­კე­თო. ვი­ცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზე აისა­ხე­ბა მო­მა­ვალ­ში, მაგ­რამ შე­ნი საქ­მე უნ­და აკე­თო.

- ხე­ლიც და­ი­ზი­ა­ნეთ, მაგ­რამ მა­ინც არ და­გი­ნე­ბე­ბი­ათ თა­ვი საქ­მის­თ­ვის.

- ხელ­თათ­მა­ნე­ბი ვერ გა­მო­ვი­ყე­ნე, მის­რი­ა­ლებ­და და ამი­ტომ შიშ­ვე­ლი ხე­ლით ვმუ­შა­ობ­დი. ამ დროს შუ­შა­ზე გა­ვი­ჭე­რი თი­თი. სის­ხ­ლი მდი­ო­და, მაგ­რამ წყა­ლი რეცხავ­და ჩემს სისხლს და მე მა­ინც ვაგ­რ­ძე­ლებ­დი საქ­მეს. ჭრი­ლო­ბა რა მო­სა­ტა­ნია, რო­ცა ასეთ რა­მეს აკე­თებ. ბო­ლომ­დე უნ­და მი­მეყ­ვა­ნა საქ­მე. არ ჩა­მით­ვა­ლოთ მე­ტიჩ­რო­ბა­ში. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა მაქ­სი­მუ­მი გა­მი­კე­თე­ბია, და­მიც­ლია რამ­დე­ნი­მე ჟან­გ­ბა­დის ბა­ლო­ნი, წყლი­დან დაღ­ლი­ლი ამოვ­სულ­ვარ და დამ­ხ­ვედ­რია და­კარ­გუ­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლო ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გე­უბ­ნე­ბი­ან, - მი­წამ­დე არ ჩა­სულ­ხა­რო. გა­ნიც­დი ამას, ბუ­ნებ­რი­ვია და იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბი წყლი­დან ქვე­ბი ამო­ი­ტა­ნო და და­უმ­ტ­კი­ცო, რომ ფსკე­რამ­დე იყა­ვი ჩა­სუ­ლი.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ეს პრო­ფე­სია?

- სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ თა­ვი­დან მაშ­ვე­ლო­ბა­ზე არ მი­ფიქ­რია. მო­რაგ­ბე ვი­ყა­ვი და ჩემ­მა მწვრთნელ­მა მირ­ჩია, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში და­მეწყო მუ­შა­ო­ბა. ეს 16 წლის წინ იყო. დღემ­დე მახ­სოვს ის პირ­ვე­ლი ემო­ცია, რო­ცა გა­ვე­დი პირ­ვე­ლად შემ­თხ­ვე­ვა­ზე. კუ­მი­სის ტბა­ზე, მა­შინ სწავ­ლე­ბას გა­დი­ო­და სამ­ხედ­რო სას­წავ­ლო ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნი და ის ჩა­მო­ვარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ორი პი­როვ­ნე­ბა და­იხ­რ­ჩო წყალ­ში. პირ­ვე­ლად მა­შინ ამო­ვი­ყვა­ნე წყლი­დან მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. ეს სა­ში­ნე­ლი ემო­ცია იყო, და­ძა­ბუ­ლიც ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან ძნე­ლია, მიცვალებულს რომ ეხე­ბი. მა­შინ მე­ო­რე დამ­ხ­რ­ჩ­ვა­ლი ვერ ვი­პო­ვეთ და ისე გან­ვი­ცა­დე, რომ ვი­ტი­რე.

ექსკლუზიური ინტერვიუ ვარაზ წოწონავასთან იხილეთ gza.ambebi.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია