"კორექტულობა საკუთარ ფრაქციაში მოიკითხოს" - კამათი პარლამენტში

"კორექტულობა საკუთარ ფრაქციაში მოიკითხოს" - კამათი პარლამენტში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტის განხილვა დეპუტატებს - გიგა ბუკიასა და თამარ კორძაიას შორის მცირედი შელაპარაკებით დაიწყო. კოლეგებმა ერთმანეთს კორექტულობის დაცვა ურჩიეს.

კერძოდ, როგორც კომიტეტის სხდომაზე "კონსერვატორმა" დეპუტატმა გიგა ბუკიამ განაცხადა, ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმა "არაკვალიფიურად" მოიხსენია ყველა ის პირი, რომელმაც ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით კითხვები დასვა. ბუკიამ ისიც აღნიშნა, რომ ბერძენიშვილის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში არ წერია ის, რაც ბუკიას თქმით, ნამდვილად წერია.

თამარ კორძაიამ ბუკიას სთხოვა, არ ესაუბრა ბერძენიშვილზე, რადგან ის საკომიტეტო განხილვაში არ მონაწილეობს და კოლეგას კორექტულობისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ბუკიამ კორძაიას მიმართა, "კორექტულობა საკუთარ ფრაქციაში მოიკითხოს".

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი კომიტეტს ვახტანგ ხმალაძემ წარუდგინა. მისი თქმით, აღნიშნული სისტემის მთავარი პრინციპი არის ის, რომ ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ მიიღებს იმაზე მეტ საპარლამენტო მანდატს, ვიდრე მას ამომრჩევლის მხარდაჭერა აქვს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."