მომღერალ თემო რცხილაძის ქალიშვილი 5 წელზე მეტია ბარსელონაში ცხოვრობს. თამუნა რცხილაძე 5 წლის წინ დაქორწინდა ესპანელ ენრიკე ალკაინაზე, საქართველოში სამოდელო კარიერა მიატოვა ("იმიჯ-ცენტრის" მოდელი იყო, სილამაზის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა), ესპანეთის მოქალაქე გახდა და საქართველოში იშვიათად ჩამოდის.
თამუნა ვიზაჟისტი და აქსესუარების დიზაინერია, "ფეისბუქზე" შესაბამისი გვერდიც აქვს და youtube-ზე არხი, საიდანაც მსურველებს მაკიაჟის გაკეთების ხელოვნებას ასწავლის.


