"მაგ სიმართლით იარეთ თქვენ" - მორიგი დაპირისპირება პარლამენტში

"მაგ სიმართლით იარეთ თქვენ" - მორიგი დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო სისტემის ე. წ. გერმანული მოდელის პროექტის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს.

ხმამაღალი სიტყვიერი შელაპარაკება დეპუტატებს გიორგი ვაშაძესა და გიგა ბუკიას შორის მოხდა.

როგორც პროექტის განხილვისას ვაშაძემ განაცხადა, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის მიხედვით რომ ჩატარებულიყო, დღეს ქვეყანაში სულ სხვაგვარი პოლიტიკური ვითარება იარსებებდა, რაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" კარგი იქნებოდა.

ვაშაძის პოზიცია არ გაიზიარა გიგა ბუკიამ, რომელმაც დააფიქსირა, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები საარჩევნო სისტემის ბრალი არ იყო.

აღნიშნულ საკითხს კოლეგებს შორის ცხარე კამათი მოჰყვა.

"მაგ სიმართლით იარეთ თქვენ", - აღნიშნული რეპლიკით ბუკიამ ვაშაძეს მიმართა.

თავის მხრივ, ვაშაძემ კოლეგას მოუწოდა, წყევლისგან თავი შეეკავებინა.

კამათში ჩაერია ვახტანგ ხმალაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ კომიტეტში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელთაც აქვთ ძლიერი ხმა და იქნება კარგი, თუკი ხმამაღალი საუბრისგან თავს შეიკავებენ.

ასევე ნახეთ: "კორექტულობა საკუთარ ფრაქციაში მოიკითხოს" - კამათი პარლამენტში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."