"დევების გამოქვაბული" - საქართველოში გიგანტური ადამიანის არსებობას სერიოზული საფუძველი აქვს?!

"დევების გამოქვაბული" - საქართველოში გიგანტური ადამიანის არსებობას სერიოზული საფუძველი აქვს?!

სიტყვა "ზღაპარი" ჩვენს გონებაში დაუჯერებელ ამბავთან ასოცირდება, დრო კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს - ბევრი რამ ზღაპრული სინამდვილედ იქცა. მაგალითად, თვითმფრინავით ზუსტად ისევე­ იფრენთ ცაში, როგორც მფრინავი ხალიჩით, ხოლო ჯადოსნურ სარკეობას იმდენად იოლად ეწევა კომპიუტერი, რომ გაოცებასაც ვეღარ ვახერხებთ, ანუ ამ ლოგი­კით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი არაფერს იგონებდა, ეს ყველაფერი იყო და რატომღაც გაქრა (მეცნიერები ვარაუდობენ,­ რომ დედამიწის ისტორიაში­ ექვსი ცივილიზაცია დაიღუპა და კვლავ აღორძინდა). სწორედ ამიტომ არსებობს მეცნიერების რამდენიმე დარგი, რომელიც სწავლობს, თუ რამდენად რეალური შეიძლება ყოფილიყო ის, რასაც ზღაპრები და ლეგენდები აღწერენ.

2 წლის წინ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში "დისქავერის" ექსპედიცია იმყოფებოდა. მას შეუერთდა ქართველ სწავლულთა­ 5-კაციანი ჯგუფი. ჯგუფის წევრი, ახალგაზრდა ისტორიკოსი, პროფესორი ოთარ ბაღათურია ვარაუდობს, რომ ქართულ (ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში) მითებსა თუ თქმულებებში გარკვეული ისტორიული პროცესებისა და მოვლენების ძიებაა შესაძლებელი:

ოთარ ბაღათურია: - შლიმანამდე ტროაც და მისი ომებიც არარეალური ეგონათ, მაგრამ მოვიდა შლიმანი და აღმოაჩინა ტროა, დაადა­სტურა, რომ ის მართლაც არსებობდა. ასე რომ, თუ სახსრები გვექნება, შესაძლოა, ლეგენდები ჩვენთანაც გაცოცხლდეს. ეს არეალი დიდი და ყოვლისმომცველია, ამჯერად შესაძლოა, მხოლოდ მის ნაწილზე ვისაუბროთ - გიგანტურ ადამიანებზე, რომელთა არსებობის დასადასტურებლადაც "დისქავერის" ექსპედიცია საქართველოში ჩამოვიდა.

ქართული ენა გიგანტთა რამდენიმე კატეგორიას იცნობს: მათ შორის არიან გოლიათები, ბუმბერაზები (ეს სიტყვა თანამედროვე ქართულში გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მორალურ და მატერიალურ უპირატესობას), დევგმირი (ტანად გოლიათი მამაცი) და დევი.

დევი ჩვენს ზღაპრებში უარყოფითი გმირია, რომელიც იტაცებს ადამიანებს, ანუ კაციჭამიაა, ცხოველის თვისებები აქვს - ველურია და არაცივილიზებული, ნახევრად ადამიანია და ამიტომაც აქვს გაუცნობიერებელი სურვილი გაუკეთესებისა - ირთავს ცოლად ადამიანს და ჰყავს შთამომავალი.

სვანებში დღემდე ცოცხლობს გოლ­იათთა ხსოვნა: ბუშები, დალები­, დევქალები, დევკაცები. ბევრი სვანი­ დღესაც გეტყვით, რომ ღამით უშენ ადგილას გადაეყარა დევ­ქალს, რომელიც შრიალით მოფრინავდა. ბუშები ადამიანები იყვნენ, ჩვეულებრივი ადამიანების გვერდით ცხოვრობდნენ. ერთ­ხელ მათ ხალხმა ძალაუფლება წაართვა და ამოხოცა. მეტიც, სვანები დღესაც გაჩვენებენ მთებში გოლიათების ნაკვალევს. ისინი ჩნდებიან მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ძალიან შეაწუხებს. აბეზარს სცემენ­ და შერცხვენილს სახლის წინ ტოვებენ.­

მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერული ორგანიზაცია "ანანერბე" (გერმანიის უძველესი ისტორიისა და წინაპართა მემკვიდრეობის შემსწავლელი გერმანული საზოგადოება, - ავტ.) კავკასიის მთებში წმინდა გრაალს ეძებდა. გრაალი ვერ ნახეს, მაგრამ გერმანიას აცნობეს იდუმალი გოლიათების შესახებ, რომლებიც ღამით ჩნდე­ბოდნენ, ადგილობრივებს ყანას უმუშავებდნენ და მერე ქრებოდნენ...

- თუ დევები კაციჭამიები იყვნენ, ადამიანთა შთამომავალ საკუთარ დედებს და ცოლებს რატომ არ ჭამდნენ?

- შესაძლოა, დევის კაციჭამიობაც მტრის ხატის დასამძიმ­ებლად იყო მოგონილი - ადამიანებს გოლიათების თავიდან მოშორება უნდოდათ და მისგან მტრის ხატიც შექმნეს და გადააშენეს. დარჩა­ სამარხები. მათ შორის ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკშიც, რომლითაც "დისქავერიც" დაინტერესდა... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია