ბრიუსელში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაწესებაზე გადაწყვეტილება კვლავ ვერ მიიღეს

ბრიუსელში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაწესებაზე გადაწყვეტილება კვლავ ვერ მიიღეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER) დღეს, ბრიუსელში გამართულ სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაწესებაზე გადაწყვეტილება კვლავ ვერ მიიღო.

შესაბამის ინფორმაციას ”ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიუროს კორესპოდენტი რიკარ იოზვაკი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე დებატები მომავალ კვირას გაიმართება.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი COREPER-ის სხდომის დღის წესრიგში 24 მაისსაც იყო ჩანიშნული, თუმცა, როგორც მაშინ რიკარდ იოზვაკი იტყობინებოდა, ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."