ე.წ.აფხაზი მესაზღვრეები კოდორის ხეობაში სატვირთო მანქანით ხევში გადაცვივდნენ

ე.წ.აფხაზი მესაზღვრეები კოდორის ხეობაში სატვირთო მანქანით ხევში გადაცვივდნენ

კოდორის ხეობაში სატვირთო მანქანა, რომელსაც ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ტასი" ავრცელებს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

"წინასწარი ინფორმაციით მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად 5 მათგანი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ ერთი მესაზღვრის ბედი ამ დრომდე უცნობია, მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია", - განუცხადა "ტასს"-ს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ლევ კვიცინიამ.

"ტასის" ცნობით, შემთხვევა კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში, სოხუმიდან 50 კილომეტრში მოხდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია