კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ

კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე ბრალდებული 6 პირიდან დაკავებული არც ერთი არ არის.

როგორც "ინტერპრსნიუსს" ბრალდებულების - კობა ტყეშელაშვილისა და ვლადიმერ გეგეშიძის ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ " განუცხადა, დაცვის მხარე ელოდება როდის შევა სასამართლოში შუამდგომლობა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

ამასთან, როგორც ადვოკატმა განაცხადა, ექვსივე ბრალდებული ის პირები არიან, რომლებიც შსს-ში 24 მაისს გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

"ამ დროსითვის ბრალდებულები არ არიან დაკავებულები. ბრალის წაყენების შემდგომი ღონისძიება არის შუამდგომლობა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებაზე. ველოდებით როდის და სად დაგვიძახებენ. მე ვიცავ ორ პირს - კობა ტყეშელაშვილსა და ვლადიმერ გეგეშიძეს. როგორც ვიცი, დანარჩენ ოთხ პირს ამ დრომდე ადვოკატი არ ჰყავთ", - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ და აღნიშნა, რომ ბრალდებულები ცემის ფაქტს აღიარებენ, თუმცა წარდგენილ ბრალს უარყოფენ.

2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე.

ასევე წაიკითხეთ: "ბიჭებს ვთხოვდი, ჩვენ წამოკიდებას ცდილობენ, "გადაყლაპეთ", მოითმინეთ-მეთქი" - რას ყვება კორცხელის ინციდენტზე ჩხუბის მონაწილე სპორტსმენი

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ხოლო ერთ მათგანს ვლადიმერ გეგეშიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

ამასთან, ბრალდების მხარე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა. მისივე თქმით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს სავარაუდოდ დღეს მიმართავს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ