ე.წ. კანონიერი ქურდი პლატონ მამარდაშვილი ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავეს

ე.წ. კანონიერი ქურდი პლატონ მამარდაშვილი ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი - აზიზ შამოიანი, ბონდო იაშაღაშვილი, ზაურ ჯალაღონია, თემურ სორდია და წარსულში არერთხელ, მათ შორის ე.წ "კანონიერი ქურდობისათვის" ნასამართლევი, პლატონ მამარდაშვილი დააკავა, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ "კანონიერი ქურდობისთვის" წარსულში ნასამართლევმა პლატონ მამარდაშვილმა, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ოთხ წევრთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა დიდი ოდენობით ყალბი 100 დოლარიანი კუპიურების გასაღებას, რა დროსაც, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს დაჯგუფების 3 წევრი, ხოლო მამარდაშვილისა და სორდიას აყვანა მოხდა მათი საცხოვრებელი სახლებიდან.

"დაკავებულთა ბინებისა და პირადი ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ამოღებულა დიდი ოდენობით, სხვადასხვა უცხო ქვეყნის ვალუტას მიმსგავსებული ბანკნოტები, რომლებზეც დანიშნულია ექსპერტიზა მათი წარმომავლობისა და სიყალბის დადგენის მიზნით.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 10 წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ