უმუშევრობის დონე მცირდება, თუმცა არიან დასაქმებულები, რომლებიც საკუთარი შემოსავლით არსებობას ვერ ახერხებენ

უმუშევრობის დონე მცირდება, თუმცა არიან დასაქმებულები, რომლებიც საკუთარი შემოსავლით არსებობას ვერ ახერხებენ

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში უმუშევრობის დონე თანდათან მცირდება: გასულ წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 12% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ უმუშევართა რიცხვი ქვეყანაში, 2014 წელთან შედარებით, 0,4 პროცენტით შემცირდა. ოფიციალური სტრუქტურები აცხადებენ, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი ნიშნულია. იმავე 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, მოსახლეობის დასაქმების დონე 1.4%-ით არის გაზრდილი. დასაქმებულთა რაოდენობამ მოიმატა როგორც ქალაქებში, ასევე - სოფლად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მონაცემებს უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მთავრობის წევრებიც იზიარებენ მოსაზრებას, რომ ქვეყნაში ამ მიმართულებით სიტუაცია გაუმჯობესებულია.

თუმცა, ამ მონაცემების მიუხედავად, დასაქმება კვლავ რჩება საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად. "საქსტატის" ხელმძღვანელის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ, "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ სტატისტიკის სამსახურმა მოცემული ციფრები მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით იანგარიშა: 2014 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 3 729 635 ადამიანი ცხოვრობს და სწორედ მათი 12 პროცენტია ოფიციალურად უმუშევარი.

ამ მონაცემებს არა ერთი ეკონომისტი აკრიტიკებს, მათ შორის არის ექსპერტი გია ხუხაშვილი:

"უმუშევრობის სტატისტიკა საქართველოში მუდმივი მანიპულაციის საგანია, რადგან მისი გამოთვლისას გვხვდება ბევრი ნიუანსი, რომლით მანიპულირებაც ძალიან ადვილია: შეგიძლია ყველაფერი ისე დათვალო, როგორც გინდა, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი ხშირად პოლიტიკურ შეკვეთით ხდება. აღნიშნულ მონაცემებში ბევრი უზუსტობაა თუნდაც იმის გამო, რომ თვითდასაქმებულის დეფინიცია დღემდე გაუგებარია და სოფელში მცხოვრები ყველა ადამიანი ავტომატურად მიიჩნევა დასაქმებულად. გარდა ამისა, დასაქმებულად მიიჩნევენ ხალხს, რომელიც საქმეს თვიდან თვემდე ელოდება. თუნდაც ელიავას ბაზრობის მუშახელი ავიღოთ: იქ ადამიანი ზოგჯერ თვეობით ელოდება, რომ რაღაც შეკვეთა მიიღოს და შემოსავალი გაუჩნდეს. ასე რომ, ჩემი აზრით, ოფიციალური სტატისტიკა როგორც ადრე, ახლაც არაფრის მთქმელია...

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე კი ამბობს, რომ სტატისტიკა ხშირად საერთაშორისო ნორმებს ექვემდებარება და ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანია: "საქმე ის არის, რომ ჩვენთან დასაქმებულთა დიდი ნაწილი მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობს. ამის ბრალია, რომ საქართველოში ამდენი შრომითი მიგრანტი გვყავს. ამიტომ, ეს მაჩვენებელი მალავს რეალობას, მალავს ხალხს, რომელიც თითქოს დასაქმებულია, მაგრამ თავისი შემოსავლით ნორმალურ არსებობას ვერ ახერხებს... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია