6 ფაქტი, რომელიც დაგიმტკიცებთ, რომ საქართველოში ბავშვების კულტი სულაც არ არის

6 ფაქტი, რომელიც დაგიმტკიცებთ, რომ საქართველოში ბავშვების კულტი სულაც არ არის

ეს სტატია კავკასიური პრობლემებისა და ახალი ამბების ამსახველ პორტალ jam-news.net-ზე განთავსდა და სტატიის ავტორი დიანა პეტრიაშვილი ცდილობს გაფანტოს მითი, თითქოს საქართველოში ბავშვების კულტია. მისი აზრით, სრულიად საპირისპირო ვითარებაა და ამას ადასტურებს მაგალითებით.

გთავაზობთ სტატიის ქართულ ვერსიას:

1. ბავშვებს ტვირთივით დაატარებენ

საქართველოში არ არის მიღებული რაიმე განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების გატარება ბავშვებთან დაკავშირებით. მათ არ ახურავენ მუზარადს და არც სამუხლეებს უკეთებენ, როცა ველოსიპედზე ან გორგოლაჭებზე სიარულს ასწავლიან, სრულ იგნორირებას უკეთებენ ავტოსავარძლებს. ბავშვებს საერთოდ არ უკეთებენ ღვედს მანქანებში და ხანდახან წინა სავარძლებშიც კი იხილავთ, ჩვილებსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ საგზაო წესები საქართველოში სულ უფრო მკაცრდება, აქ ჯერ არავის დაუყენებია საკითხი, რომ აუცილებელია ავტოსავარძლების გამოყენებას ბავშვებისთვის. და ბავშვები ისევ და ისევ იღუპებიან არა მხოლოდ ავტოავარიებში, არამედ უმნიშვნელო საგზაო შემთხვევების დროსაც, რომლებიც არ არის საშიში მოზრდილი ადამიანისთვის, მაგრამ ფატალურია პატარა ბავშვისთვის, რომელიც ავტოსავარძლის გარეშე მგზავრობს.

2. ბავშვების თანდასწრებით ეწევიან

პრობლემა ისიც კი არაა, რომ ბავშვების თანდასწრებით ეწევიან, არამედ ის, რომ როგორც ჩანს, ქართველ მწეველთა უმრავლესობას არ მიაჩნია ბავშვის თვალწინ მოწევა რაიმე არასწორ საქციელად. საქმე ეხება სულაც არა მასშტაბურ სუფრებს, ხმაურიან წვეულებებს, რომელთა დროსაც უფროსები საათობით სხედან, ჭამენ, სვამენ, ეწევიან, ბავშვები კი გარშემო დარბიან. გაცილებით მარტივ სიტუაციებშიც ასე ხდება: დედა, მამა და დაახლოებით სამი წლის ბავშვი კაფეში შეკვეთას ელოდებიან – ორივე მშობელი პირდაპირ აბოლებს ბავშვს. თან მას გაცხარებული ელაპარაკებიან და ვერც კი ამჩნევენ, რომ რაიმეს არასწორად აკეთებენ. ან ტაქსის მძღოლი, რომელიც მაშინვე მოწევას იწყებს, როგორც კი მის მანქანაში ჩაჯდებით და მუხლებზე დაისვამთ ერთი წლის ბავშვს. გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია