"ეზო სავსე იყო სეტყვით და კიდევ მოდიოდა" - სტიქია ყვარელის რაიონში

"ეზო სავსე იყო სეტყვით და კიდევ მოდიოდა" - სტიქია ყვარელის რაიონში

ყვარლის რაიონში მოსულმა სეტყვამ სამი სოფელი დააზიანა. შილდა ალმატი და საბუე რამდენიმე საათის წინ 15 წუთის განმავლობაში ინტენსიურად ისეტყვებოდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დასეტყვილია ბოსტნეული და ბაღჩეული. შილდაში დასეტყვილია თითქმის ნახევარი სოფელი.

"მეძინა, სეტყვის ხმამ გამაღვიძა, რომ გამოვედი, ეზო სავსე იყო სეტყვით და კიდევ მოდიოდა, ასე 5 შვიდი წუთი გაგრძელდა, თუმცა როგორც მეზობლებმა მითხრეს თხუთმეტი წუთის განმავლობში ინტენსიური სეტყვა იყო, ძირითადად სიმინდი და ბოსტნეულია დასეტყვილი", - აცხადებს ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში სოფელ შილდაში მცხოვრები მაია ელიზბარაშვილი.

ვენახების მცირე ნაწილი დაისეტყვა საბუესა და ალმატში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია