რატომ ურეკავენ ციხიდან პაატა გულიაშვილს

რატომ ურეკავენ ციხიდან პაატა გულიაშვილს

მსახიობი და ტელეწამყვანი, პაატა გულიაშვილი აზერბაიჯანელებმა ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლზე დაამტკიცეს. გარდა ამისა, მან "იულიუს კეისარის" პრემიერაც ითამაშა. ასევე, მისი თავკაცობით, თელავის თეატრი საკმაოდ წარმატებული გახდა, - ამ ყველაფერზე პაატა ინტერვიუში გვიამბობს. თუმცა, მანამდე მინდა, მას დაბადების დღე ჟურნალის ფურცლებიდან მივულოცო, ჯანმრთელობა და კარიერული წინსვლა ვუსურვო: რამდენიმე დღის წინ მსახიობს 38 წელი შეუსრულდა.

- საუბარი აზერბაიჯანული პროექტით დავიწყოთ. როგორ დაგიკავშირდნენ რეჟისორები და რა როლზე დაგამტკიცეს?

- ცოტა ხნის წინ, რეჟისორმა გიორგი კიკალეიშვილმა მხატვრული ფილმი - "რობინზონ კრუზო და 9 პარასკევა" გადაიღო, სადაც რობინზონის როლი შევასრულე. ეს აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი გახლდათ. საქართველოში ამ ფილმის მხოლოდ დახურული ჩვენება გაიმართა. ასეთი მოლაპარაკება იყო: აზერბაიჯანში აფიშიდან რომ მოიხსნება, ჩვენს კინოთეატრებში მერე უჩვენებენ. სატელევიზიო ვერსია კი "კომედი არხზე" უკვე გავიდა. ამ ფილმის პროდიუსერი აიდინ გაჯიევი გახლდათ, რომელიც ახლა სხვა აზერბაიჯანული ფილმის პროდიუსერია. მან მიმიწვია და ახალ როლზე დამამტკიცეს. ფილმის სამუშაო სახელია "მეგობრობას საზღვრები არ აქვს". მთავარი გმირი შემთხვევით მოხვდება საქართველოს ტერიტორიაზე, პასპორტი არ აქვს და აზერბაიჯანში დაბრუნებას ცდილობს. საზღვართან არის ქართველი "ტაქსისტი" - ჩემი გმირი, რომელიც ყველაფერში ეხმარება, საქართველოშიც ჩამოიყვანს. მოკლედ, ძალიან საინტერესო თავგადასავალი აქვთ. გადაღებები 3 ივნისიდან დაიწყება. მოქმედება განჯაში, ბაქოსა და საქართველოში განვითარდება.

- "კომედი არხზე", შენი მონაწილეობით ახალი სერიალიც დაიწყო.

- მართალია. სიტუაციური კომედია "ნიკა და ლიკა" გახლავთ. ლიკას როლს მსახიობი სოფია სებისკვერაძე ასრულებს. ჯერ ეთერში მხოლოდ 7 სერია გავიდა და როგორც ტელევიზიის ხელმძღვანელები ამბობენ, საკმაოდ რეიტინგულია. უკვე მეორე სეზონიც დაიგეგმა. თანაც, ამ სერიალში არაერთი ცნობილი მსახიობი თამაშობს. მაგალითად, დღეს ნანული სარაჯიშვილს ვიღებთ. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."