პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თარიღზე ბრძანებულება გამოსცა

პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თარიღზე ბრძანებულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თარიღზე ბრძანებულება გამოსცა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს განაცხადა.

"საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჩოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს", - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერით უკვე გადაეგზავნა პრემიერ-მინისტრს.

"კანონით გათვალისწინებულ ვადაში ველოდებით კონტრასიგნაციას პრემიერის მხრიდან", - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."