თბილისში, 13 ივნისის წყალდიდობას გადარჩენილი სამი ბელი საბერძნეთის ნაკრძალში გაუშვეს

თბილისში, 13 ივნისის წყალდიდობას გადარჩენილი სამი ბელი საბერძნეთის ნაკრძალში გაუშვეს

შარშან, თბილისის წყალდიდობის შემდეგ, ქალაქის ქუჩებში ნაპოვნი სამი ბელი თბილისიდან ჩრდილოეთ საბერძნეთის ნაკრძალში მოხვდა. მათ 1700 მილის გავლა დასჭირდათ ამ თავისუფლების მოსაპოვებლად.

დაობლებული ბელები, სახელად ჯორჯია, მოლი და ლუიზა, მხოლოდ სამი თვის ასაკის იყვნენ, როცა თბილისის საშინელი წყალდიდობის შემდეგ, სანაგვე ყუთში აღმოაჩინეს. სამაშველო ოპერაციის შედეგად, ისინი ძაღლების მუნიციპალურ თავშესაფარში გაგზავნეს, რადგან არ არსებობდა მეტი დაწესებულება, რომელიც მათ შეიფარებდა.

"მეიჰიუ ინთერნეშენალმა", გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა მეიჰიუს ცხოველთა სახლის მზარდმა ფილიალმა, რომელიც ჩართულია ცხოველთა კეთილდღეობისა და ვეტერინარული ტრენინგების საკითხებში თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში, დაუყოვნებლივ წამოაყენა დახმარების იდეა და დაიწყო თანამშრომლობა საქართველოს სურსათის სააგენტოსთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასევე თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან, რათა უზრუნველეყო ბელების უსაფრთხო გადაყვანა და მათი საქართველოდან გაყვანისთვის საჭირო ყველა სახის დოკუმენტი.

იხილეთ ვიდეო

მეიჰიუს დიდსულოვანი მხარდამჭერების მიერ გაღებული 6 800 ფუნტი ბელებს მოხმარდა. მათ შეუძინეს სათამაშოები, დამატებითი დიეტური საკვები, რომელიც მოიცავდა თევზს, ახალ ხილს, თხილს, თაფლსა და კენკრას. თანხა ასევე მოხმარდა მათთვის სპეციალური საზამთრო ბუნაგების აშენებას, რათა ზამთრის ცივ თვეებში თბილად ყოფილიყვნენ. შემოწირულობა დაიხარჯა IATA გალიების განბაჟებაზე მათი ტრანსპორტირების დროს, ისევე როგორც ავტომანქანების დაქირავებასა და ყველა საჭირო დოკუმენტაციაზე, რასაც ითვალისწინებს CITES რეგულაციები. თანხის დანარჩენი ნაწილი მოხმარდება მათზე ზრუნვას უკვე ახალ სამყოფელში, ჩრდილოეთ საბერძნეთში.

როგორც მეიჰიუს ცხოველთა სახლის აღმასრულებელმა ოფიცერმა, ქეროლაინ იეითსმა განაცხადა, ისინი ძალიან გახარებულები არიან, რომ საბოლოოდ მოახერხეს, დათვის ბელებისთვის უკეთესი საცხოვრებელი და გარემო შეექმნათ და ცხოველებმა დანიშნულების ადგილამდე მშვიდობიანად ჩააღწიეს... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია