"ვისოლ ჯგუფმა" ბავშვებს საზაფხულო დღესასწაული მოუწყო

"ვისოლ ჯგუფმა" ბავშვებს საზაფხულო დღესასწაული მოუწყო

წყნეთში მდებარე "სმარტის" და "დანკინ დონატსის" ობიექტის ეზოში "ვისოლ ჯგუფმა" "ზაფხულის სეზონი" გახსნა.

ღონისძიება ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და სტუმრად მისულმა ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

"სმარტის" ეზოში გამართულ ღონისძიებაზე "ავერსის" კლინიკის პროფესიონალმა პრედიატრებმა ბავშვების ჯანრმთელობის შესახებ მათ მშობლებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს, თუ როგორ გაუფრთხილდებდნენ ისინი ბავშვებს ზაფხულში - მოარიდონ მზეს, არ გაიყვანონ გარეთ უქუდოდ, მიაღებინონ მეტი სითხე, ასეირნონ ჰაერზე და ასე შემდეგ.

"ავერსის" კლინიკის გარე საკონსულტაციო ცენტრში ბავშვებს "ექიმობანას" თამაშის საშუალებაც ჰქონდათ.

პატარებს "თოლია" ნაყინებით გაუმასპინძლდა, "კოკა-კოლა" კი - გამაგრილებელი სასმელით.

ბავშვებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს "სმარტის კორპორაციულ გმირ ციყვთან, "დანკინ დონატსის" მასკოტ დონატსა და ყავასთან, "ვენდის" გოგონებთან.

"სუპერმარკეტების ქსელის "სმარტისა" და ამერიკული რესტორნების ქსელის წყნეთის ობიექტი დღეს თავის ერთგულ მომხმარებელთან ერთად ზაფხულის სეზონის გახსნას ზეიმობს. ბავშვებისთვის უამრავი საინტერესო შეთავაზება, აქტივობა და გასართობი პროგრამა გვაქვს, მშობლებისთვის კი ასევე საინტერესო შეთავაზება გვაქვს, რადგან "ავერსის" პროფესიონალი პედიატრები მათ უფასო კონსულტაციას გაუწევენ, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ბავშვებს ზაფხულში",- განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა რუსუდან კბილაშვილმა.

"ზაფხულის სეზონის" გახსნასთან დაკავშირებით "კოკა-კოლა" შეუერთდა ამ ღონისძიებას და ჩვენს საყვარელ პატარებს უმასპინძლდება უგემრიელესი სასმელით Fuse Tea", - განაცხადა "კოკა-კოლას" მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინა ჯაფარიძემ.

"ვისოლ ჯგუფმა" წყნეთში სუპერმარკეტი "სმარტი" და "დანკინ დონატსის" რესტორანი 2015 წელს გახსნა და 70-მდე ადგილობრივი მცხოვრები დაასაქმა.

"ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან "დანკინ დონატსთან" კი ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. დღესდღეობით "სმარტის" 16 სუპერმარკეტი და "დანკინ დონატსის" 18 რესტორანი საქართველოს დიდ ქალაქებში ფუნქციონირებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია