დასავლეთ გერმანიაში მეხის დაცემის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა

დასავლეთ გერმანიაში მეხის დაცემის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა

დასავლეთ გერმანიაში მეხის დაცემის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რვა მძიმედ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულები როკმუსიკის ფესტივალზე იმყოფებოდნენ, როდესაც მეხი ჩამოვარდა.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით ღამის 00:30 საათზე მოხდა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბოლო რამდენიმე დღეა ცენტრალურ ევროპაში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში ძლიერი წყალდიდობაა. სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.

კიმ ჩენ ინის წონაში კლების გამო, ჩრდილოეთ კორეელები "დამწუხრებულნი" არიან - "როცა დავინახეთ, ყველამ ტირილი დავიწყეთ"

ორი თამაში, 14 გოლი და "მოკლული გიგანტი“ - ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო დღე?

BBC - კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება მის ეფექტურობას ზრდის