რუსთავში დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

რუსთავში დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

რუსთავში სტიქიის შედეგად დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ღამით შარტავასა და მეგობრობის გამზირები, ფალიაშვილის, ტაშკენტის, ლეონიძის, თოდრიასა და მესხიშვილის ქუჩებზე ცენტრალური გზები დაიტბორა.

ვიდეო| უკომენტარო კადრები ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად დატბორილი რუსთავიდან

განსაკუთრებით დაზარალდა მე-7 და მე-8 მიკრორაიონები, სადაც იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა საცხოვრებელი კორპუსების ეზოები დატბორა. რამდენიმე მისამართზე წყალი სარდაფებშიც ჩავიდა. აღმაშენებლის ქუჩაზე კი ასფალტის საფარი ჩავარდა. სტიქიის შედეგებს რუსთავის მერი დავით ჯიქია მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდა. დატბორილი გზების გაწმენდას რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამსახურები, ქალაქის მერიის დასუფთავების, უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების თანამშრომლები აწარმოებდნენ.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს რუსთავის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაადგენს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია