"ჩვენ რომ ნეონაცისტური იდეები გვქონდეს, დამერწმუნეთ, ჰომოსექსუალებს აქ არც შემოვუშვებდით"

"ჩვენ რომ ნეონაცისტური იდეები გვქონდეს, დამერწმუნეთ, ჰომოსექსუალებს აქ არც შემოვუშვებდით"

29 მაისს, თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე არსებული ვეგეტარიანული კაფეში "კივი", ინციდენტი მოხდა. კაფეს თანამშროლების განცხადებით მათთან მივიდა რამდენიმე აგრესიული პიროვნება, რომლებმაც კაფეს სტუმრებს და თანამშრომლებს მიაყენეს შეუარცხყოფა. მომხდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც კაფეს მხარდასაჭერად აშშ-ს ელჩიც კი ეწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და მისი მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, ვეგანურ კაფეს მეუღლეებთან ერთად ესტუმრნენ. "ძალიან საინტერესო ადგილი ჩანდა და ამასთანავე, გვინდოდა ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა მთლიანად ამ იდეისადმი, რომ აქ ყველა სასურველი სტუმარია", - აღნიშა იან კელიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვეგანურ კაფეში მისული ადამიანები კაფე "მილიტარდან" იყვნენ.

ნიკა ყაველაშვილი, კაფე "მილიტარის" მეპატრონე:

- 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბარში დაგეგმილი გვქონდა გარკვეული ღონისძიება, საკმაოდ ბევრ სტუმარს ველოდით. დაახლოებით 11 საათზე მოვედით და დაგვხდა საშინელი სურათი: ბარის ჩამოსასვლელში არსებული სილით სავსე დეკორატიული ტომრები დაგვხდა დაჭრილი და კარებთან იყო ჩაყრილი, ხოლო აბრა, სადაც ბარის სახელი აწერია, ორი ქუჩის მოშორებით ეგდო სანაგვე ყუთში.

მაშინვე ჩავაყენეთ საქმის ყურში პოლიცია. სათვალთავლო ვიდეოკამერის კადრებიდან ჩანს, რომ ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ჩვენს კაფეს არბევდა, მუშაობს კაფეში "კივი", თუ არ ვცდები ბარმენია. აღმოჩდა, რომ ამ პიროვნებას ჩემი მეგობარი იცნობდა. 28 მაისს ჩემი სამი მეგობარი წავიდა იმ ადამიანთან შესახვედრდა, მას აარონს ეძახიან, ნამდვილი სახელი არ ვიცი. ნახეს ეს აარონი, რომელმაც უთხრა, - დღეს ბევრი ხალხი მყავს, ვერ გესაუბრებით და იქნებ, ხვალ მოხვიდეთ და წყნარად დავილაპარაკოთო". თანაც მასთან გვქონდა შეთანხმება, რომ ჩვენი კაფედან რაღაც პროდუქტს წავიღებდით, რომ საუბრის მერე, როცა ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდებოდა, ასე ვთქვათ შერიგება აგვეღნიშნა. მართლაც, მეორე დღეს, 29 მაისს, 5-6 კაცი წავიდა ჩვენგან აარონთან შესახვედრად და შეთანხმებისამებრ თან წაიღეს პროდუქტებიც: სოსისი, მწვადი და სხვა (სხვათა შორის სალათის ფურცლებიც ჰქონდათ). "კივში" მისულებს დახვდათ აბსოლუტურად სხვა სურათი, იქ იყვნენ ადამიანები (თვითონ აარონი საერთოდ არ იყო), რომლებმაც ჩვენი დანახვისთანავე, ისე რომ კაფეში არც შევსულვართ (მხოლოდ ერთი ჩვენგანი შევიდა შიგნით), დაიწყეს ლანძღვა-გინება, წამოვიდნენ პირდაპირ პროვოკაციაზე. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს გავრცელებულ ვიდეოკადრებშიც

- თუმცა ვიდეოკადრები პირდაპირ კაფეში შესვლით იწყება და არ ჩანს რა ხდებოდა მანამდე...

- ამ ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს, როგორ ვეუბნებით, - სამეგობროდ ვართ მოსულებიო, თუმცა ისინი მაინც გვაგინებდნენ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც არ გვიჩხუბია და არ ავყოლილვართ პროვოკაციას. კონფლიქტის დროს ჩამოვიდნენ კაფეს მეზობლები (დაახლოებით 9-10 ადამიანი, ძირითადად კაცები) და მათ დაუწყეს ყვირილი და ლანძღვა კაფეს თანამშრომლებს: "თქვე "პედერასტებო" უკვე ყელში ამოხვედით"! აქედან გაეთრიეთ"! და ა.შ რაც შეეხებათ "კივის" თანამშრომლებს, ისინი ჩემს მეგობრებს უღერებდნენ დანებს, ესროდნენ ბოთლებს და ა.შ.

- რატომ დასჭირდათ კაფე "კივის" წარმომადგნლებს მსგავსი ტიპის პროვოკაცია?

- მხოლოდ პიარის გამო. 29 მაისამდე თუ მათთან მიდიოდა 5-6 ადამიანი, დღეს

მიდის - 50. სხვათა შორის, ჩემი აზრია, რომ ჩვენი კაფეს დაზიანებაც გამიზნული ნაბიჯი იყო, რადგან იცოდნენ, რომ აუცილებლად გამოვეხმაურებოდით. მე საჩივარი მაქვს დაწერილი და იმედია შსს ობიექტურად გამოიძიებს ამ ფაქტს. "კივში" მომხდარი ფაქტის გამო უკვ დაგვკითხეს. პირადად მე, 11 საათი მკითხავდნენ.

გაგრძელება

(სტატიის მთავარი ფოტო აღებული ბარ "მილიტარის" "ფეისბუკგვერდიდან")

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია