ჯემალ სეფიაშვილი, ლალი მოროშკინა და სანდრო ბრეგაძე - თამაზ მეჭიაურის ახალი პარტიის სახეები

ჯემალ სეფიაშვილი, ლალი მოროშკინა და სანდრო ბრეგაძე - თამაზ მეჭიაურის ახალი პარტიის სახეები

დეპუტატი თამაზ მეჭიაური ახალ პარტიას კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილე სანდრო ბრეგაძესთან ერთად ქმნის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავად სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, მან შეთავაზება მიიღო და დათანხმდა.

მისივე ინფორმაციით, პარტიაში ასევე იქნებიან "ქართული ოცნების" ახალგაზრდული გუნდის დამფუძნებელი დავით ფაცაცია და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა.

ახალი პარტიის შექმნის თაობაზე განცხადებას 12:00 საათზე თავად თამაზ მეჭიაური გააკეთებს.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."