"მიმაჩნია, სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს ისეთი მრავალმხრივი განათლება, როგორსაც იძლეოდა საბჭოთა სისტემა" - ნოდარ ჯავახიშვილი

"მიმაჩნია, სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს ისეთი მრავალმხრივი განათლება, როგორსაც იძლეოდა საბჭოთა სისტემა" - ნოდარ ჯავახიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საბჭოთა განათლების სისტემის მომხრეა. ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილმა PALITRANEWS-ზე, გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, სფეროს სპეციალისტი არ არის, თუმცა საკითხთან დაკავშირებით ბევრი უფიქრია. "საოცარ რამეს გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება ჩემგან ალბათ არ მოელის. მომხრე ვარ დღესაც საბჭოთა განათლების სისტემისა, რომელიც რა საკვირველია არ არის რუსული, ეფუძნება დასავლურ ფასეულობებს. უბრალოდ, საბჭოთა განათლების სისტემას ჰქონდა ერთი ძალიან სერიოზული ნაკლი, ყველაფერი პარტიულზე და კლასობრივ ბრძოლაზე იყო აგებული. მე მიმაჩნია, რომ სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს ისეთი მრავალმხრივი განათლება, როგორსაც იძლეოდა საბჭოთა სისტემა, როდესაც კარგად გასწავლიდნენ გეოგრაფიასაც, ისტორიასაც, ლიტერატურასაც", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."