იქნება ახალი "გიხაროდენ"? - დაწერს თუ არა ჯემალ სეფიაშვილი ახალ სიმღერას მეჭიაურის პარტიისთვის

იქნება ახალი "გიხაროდენ"? - დაწერს თუ არა ჯემალ სეფიაშვილი ახალ სიმღერას მეჭიაურის პარტიისთვის

"იქნება თუ არა ახალი "გიხაროდენ"? - ამ შეკითხვას პასუხი კომპოზიტორმა და ახლად დაფუძვნებული პარტია "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა ჯემალ სეფიაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გასცა.

"გიხაროდენ" არ ვიცი იქნება თუ არა, მაგრამ ერთ კარგ სიმღერას ვაჩუქებთ ქართველ ხალხს. მე მოქმედი კომპოზიტორი ვარ. პოლიტიკაში ჩემი მოსვლა არ ნიშნავს, რომ მე როიალს ვერ მივუჯდები და სტუდიაში და საკონცერტო მოედანზე ვერ მნახავთ", - აღნიშნა სეფიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დღეს გახდა ცნობილი, რომ დეპუტატი თამაზ მეჭიაური ახალ პარტიას კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილე სანდრო ბრეგაძესთან ერთად ქმნის.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ "ფეისბუქზე" აქტიურად წერდნენ, შეიქმნებოდა თუ არა წინასაარჩევნოდ ახალი "გიხაროდენ".

შეგახსენებთ, სიმღერა "გიხაროდენ" წლების წინ ჯემალ სეფიაშვილმა და ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა "მოქალაქეთა კავშირის" მხარდასაჭერად ჩაწერეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."