ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილზე - "მასში ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე"

ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილზე - "მასში ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე"

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილში მან თავისი "ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი" ნახა. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან, "ტექნოპარკში" მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

"გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის აღმოჩენაა ადამიანობის, წესიერების, უანგარობის და იმის განწყობის, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს და მხოლოდ იგივე დანიშნულება და იგივე მიზანი აქვს გიორგისაც. ქონებრივად შეიძლება უფრო მეტი გამაჩნდეს, მაგრამ გიორგის ჩემზე არანაკლები განწყობა აქვს და ამისთვის არის მთავრობაში. მარტო გიორგი არ არის ასეთი, სხვებიც არიან, მაგრამ გიორგიზე შემიძლია გავაკეთო განსაკუთრებული აქცენტი, რომ საოცარი პიროვნებაა. ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში, იმდენად დაბალანსებულია, იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია და ამავდროულად არის ძალიან კარგი მენეჯერი, კარგი პროფესიონალი, ფინანსისტი და მხოლოდ იმ განწყობით გახლავთ მთავრობის მეთაური, რომ მოემსახუროს თავის ქვეყანას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."