წვიმიანი ბათუმი და რიგი Maroon 5-ის მოლოდინში - ჯგუფის ფანებმა კონცერტისთვის შეკრება უკვე დაიწყეს

წვიმიანი ბათუმი და რიგი Maroon 5-ის მოლოდინში - ჯგუფის ფანებმა კონცერტისთვის შეკრება უკვე დაიწყეს

რამდენიმე საათში ბათუმის საოცრებათა მოედანზე ამერიკული პოპ-როკ ჯგუფის Maroon 5-ის კონცერტი დაიწყება. გეითების გახსნამდე ერთ საათზე მეტი რჩება, თუმცა მუსიკოსების ფანებმა წვიმის მიუხედავად, ანბანის კოშკთან შეკრება უკვე დაიწყეს. ფერად საწვიმრებში გამოწყობილმა მოზარდებმა უკვე რიგებიც დაიკავეს და მათ კერპთან შეხვედრას ელოდებიან. წვიმის მიუხედავად, ბათუმის ქუჩებში ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია.

ანბანის კოშკთან კონცერტის სამზადისი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სცენის მოსამზადებელი პროცესი გუშინ დასრულდა, ამ წუთებში კი ტექნიკური დეტალების და ინსტრუმენტების შემოწმება მიმდინარეობს.

ნინო ხოზრევანიძე, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია