გორის ადმინისტრაციულ შენობაში წვიმის შედეგად ჭერი ჩამოინგრა

გორის ადმინისტრაციულ შენობაში წვიმის შედეგად ჭერი ჩამოინგრა

გორის მოსახლეობის გარდა უხვი ნალექის გამო ადგილობრივი ხელისუფლებაც დაზარალდა. ძლიერი წვიმის შედეგად ადმინისტრაციული შენობის სახურავიდან ჩასულმა წყალმა ჯერ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და საკრებულოს რამდენიმე წევრის ოთახები დატბორა, შემდეგ კი ჭერიც ჩამოინგრა. აღნიშნულ კაბინეტებში მუშაობა რეაბილიტაციის ჩატარებამდე შეუძლებელი იქნება.

ხანგრძლივი წვიმის გამო, სამაშველო და კეთილმოწყობის სამსახურები მთელი დღის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ქალაქის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, ნალექი მართლაც საკმაოდ უხვი იყო, რამაც გარკვეული პრობლემები გამოიწვია.

"60 წლის კაცი ვარ და ასეთი ინტენსიური წვიმა და უხვი ნალექი გორში არ მახსოვს. სწორედ წყლის ამგვარმა სიჭარბემ გამოიწვია პრობლემები. ამ დრომდე დახმარების თხოვნით 40 სატელეფონო ზარი შემოვიდა, ძირითადად მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ითხოვს. გარდა ამისა, რთული მდგომარეობა შეიქმნა მიწისქვეშა გადასასვლელშიც. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრისგან წინასწარ გვქონდა ინფორმაცია უხვ ნალექზე და მობილიზებულები ვიყავით. ზარალის ოდენობა უცნობია. ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია და მიმდინარეობს შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოები", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ზურაბ ჯირკველიშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია