"ყოველთვის "ნაციონალების" "შნირი" იყავი" - დაპირისპირება პარლამენტში

"ყოველთვის "ნაციონალების" "შნირი" იყავი" - დაპირისპირება პარლამენტში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. წინასაარჩევნო პერიოდში უფასო საეთერო დროის შესახებ ინიცირებული პროექტის გამო ერთმანეთს არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები და ცვლილებების ინიციატორი "რესპუბლიკური პარტიის" დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

ვახტანგ ხმალაძის მიერ წარდგენილი ცვლილებებით უფასო სარეკლამო დრო ყველა იმ კვალიფიციურ სუბიექტებზე უნდა გადანაწილდეს, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებენ.

იხილეთ ვიდეო

აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, თუკი სადღეისოდ უფასო სარეკლამო დრო 5 კვალიფიციურ სუბიექტზე ნაწილდება, ცვლილებების მიღების შემთხვევაში 11 პარტიაზე გადანაწილდება. სწორედ ამას აპროტესტებს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებმაც ვახტანგ ხმალაძე მათთვის განკუთვნილი სარეკლამო დროის წართმევაში დაადანაშაულეს.

"ყველა ნორმას არღვევთ... იურიდიულს, კანონის და მორალურ ნორმას", - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა და განაცხადა, რომ სხდომის დატოვებას აპირებდა. ამის შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს ვახტანგ ხმალაძემ მოუწოდა, რომ საკითხთან დაკავშირებით მისი მოსაზრებაც მოესმინა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."